https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

    “საუბარი კონსტრუქციული იყო” – უკრაინის პრეზიდენტი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

    “საუბარი კონსტრუქციული იყო” – უკრაინის პრეზიდენტი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“რას ხედავ, ბიძია, მაქედან?!” _ ლანჩხუთის “გურიას” იუბილე

7:11; 13.11.2011
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ლანჩხუთელი ბიჭუნას ოცნება 10 წლის შემდეგ ასრულდებოდა და “გურია” სსრკ-ის უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლებას მოიპოვებდა _ იმ დროს ხომ გუნდი მხოლოდ მეორე ლიგაში ასპარეზობდა, ის კონკრეტული შეხვედრა კი ისტორიული გახლდათ _ “გურიას” სათასო შეხვედრაში მოსკოვის ცსკა სტუმრობდა. მაშინ პირველად შეივსო პირთამდე ლანჩხუთელთა არენა და ტრიბუნებზე ადგილი რომ არ იყო, ქომაგების ნაწილმა სტადიონის ირგვლივ ხეები ამიტომაც “აითვისა”.

შაბათს, ლანჩხუთში, სწორედ “გურიას” უმაღლეს ლიგაში გადასვლიდან 25 წლის იუბილე აღნიშნეს. 1986 წლის 12 ნოემბერი ოქროს ასოებით შევიდა ლანჩხუთური კლუბის ისტორიაში _ იმ დაუვიწყარ ღამეს, ბათუმში, მოსკოვის “ლოკომოტივთან” მოგებული მატჩის შემდეგ, “გურიამ” მსოფლიო აალაპარაკა _ ქალაქმა, რომლის მოსახლეობის რაოდენობა 10 ათასს არ აღემატებოდა და პირთამდე ავსებდა ჯერ 16-ათასიან და შემდეგ 22-ათასიან არენას, გიგანტი ქალაქების გვერდით ასპარეზობის უფლება მოიპოვა!

ეს არის ქალაქი, სადაც სამგზავრო მატარებლის გაჩერებაც “გურიას” უკავშირდება და ზოგადად, ლანჩხუთი ყოფილმა საბჭოთა სივრცემ სწორედ ფეხბურთით გაიცნო. საბჭოთა ფეხბურთის სამმართველოში გამოკრულ რუკაზე ლანჩხუთი აღნიშნულიც კი არ იყო და როცა გუნდი მეორე ლიგაში გადავიდა, ფედერაციის მაღალჩინოსანმა მუქი წერტილი მოხაზა რუკაზე სამტრედიასა და ბათუმს შორის და თანამშრომლებს მიუბრუნდა _ დაიმახსოვრეთ, ამიერიდან მუქი წერტილი რუკაზე არის ლანჩხუთი!

გურულებმა 12 ნოემბრის ტრიუმფიდან ორიოდ თვეში კიდევ ერთხელ “გადარიეს დუნია”, როცა ზამთრის სუსხიან დღეებში სასწაული მოახდინეს და ახალი 22-ათასკაციანი არენა საუმაღლესლიგოდ მოამზადეს. არადა, წინდაწინ გააფრთხილა მოსკოვიდან ჩამოსულმა ფედერაციის ემისარმა, ალექსანდრე პონომარიოვმა ლანჩხუთელები _ ამ სტადიონზე ვერ გათამაშებთ და სტადიონი შეარჩიეთო. მაშინ, როცა რაიონის ბიუჯეტი 4 მილიონი მანეთი იყო, საფეხბურთო ინფრასტრუქტურაში 20 მილიონი დაიხარჯა!!! გურულებს დიდი დახმარება “საქაგრომრეწვის” ხელმძღვანელმა, გურამ მგელაძემ გაუწია. როცა პონომარიოვი შესამოწმებლად მეორედ ჩამოვიდა, ადგილობრივი ქომაგების სიმრავლის გამო, სტადიონამდე მანქანით მისვლა ვერ მოახერხა და ფეხით გაუყვა არენისაკენ გზას. როგორც რაიკომის მაშინდელი მეორე მდივანი და “გურიისა” და მშენებლობათა კურატორი ალბერტ ლომაძე იხსენებს, სტადიონზე შესულ სტუმარს ჯერ უთქვამს, გურულებმა მომატყუეთ, აშკარად სხვა სტადიონზე მიმიყვანეთო, მაგრამ როცა დარწმუნდა, რომ იმავე სტადიონზე იყო, რომელიც თვეების წინ დაიწუნა, აღტაცება ორიოდ სიტყვით გამოუხატავს _ ფანტასტიურია, ყოჩაღ!

…1926 წელს ლეგენდარულმა ანდრო ჟორდანიამ ლანჩხუთში პირველი საფეხბურთო კლუბი _ “კიმი” ჩამოაყალიბა. მიუხედავად დღევანდელი მდგომარეობისა, იღბლიანი ხელი ჰქონია ქართული ფეხბურთის დიდ ამაგდარს _ ლანჩხუთურმა კლუბმა ბევრი შეძლო და იმედია, ასრულდება ყველა აქაური ქომაგის ოცნება _ “გურია” კიდევ არაერთხელ გადარევს დუნიას!

ამის იმედს თუნდაც ის განწყობა იძლევა, რაც შაბათს ლანჩხუთში იყო შექმნილი _ გამოიცა სპეციალური ბუკლეტი, მოიწვიეს ტრიუმფალური “გურიის” წევრები, ქართული საფეხბურთო სამყაროს გამოჩენილი წევრები. ყველაფერ ამას ხელმძღვანელობს ლანჩხუთის გამგებელი, ფეხბურთისა და “გურიის” დიდი ქომაგი გიორგი გოგუაძე. სწორედ მისი, ადგილობრივი საკრებულოსა და გურიის რეგიონული ფედერაციის ერთობლივი ძალისხმევით, იუბილე ისეთი გამოვიდა, როგორიც “გურიას” ეკადრება.

შაბათის საიუბილეო გრაფიკი ასეთი გახლდათ: დილის სტუმარ-მასპინძლები გურიის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის ოფისთან შეიკრიბნენ, ქალაქის ცენტრალურ სკვერში გაიხსნა ლანჩხუთის “გურიას” მემორიალი. ამის შემდეგ ჩატარდა საიუბილეო ტურნირის სუპერ-ფინალი, გაიხსნა სპორტული მუზეუმი, შემდეგ სტუმარ-მასპინძლები ლანჩხუთის “გურიასა” და ვანის “სულორის” შეხვედრას დაესწრნენ. საღამოს კულტურის სახლში გაიმართა შეხვედრა ვეტერან ფეხბურთელებთან. შესრულდა ჰიტად ქცეული სიმღერა _ “ლანჩხუთლებმა გადარიეს მთელი დუნია”. ყველაფერი კი საზეიმო ბანკეტით დასრულდა.

…1986 წლის 12 ნოემბერი _ ეს იყო ლანჩხუთის ზეიმი, ფეხბურთის ნამდვილი დღესასწაული. ბათუმიდან მომავალ გზაზე მახინჯაურში, მწვანე კონცხზე, ციხისძირში, ჩაქვში, ქობულეთში, ყველა ეზოსთან, ყველა სახლთან ხალხი გამოსული იყო და ესალმებოდა ლანჩხუთისკენ მიმავალ ფეხბურთელთა და გულშემატკივართა უზარმაზარ კოლონას. რა დაივიწყებს ბედნიერ, კეთილ სახეებს, იმ დღეს ბათუმში ლანჩხუთიდან 8 ათასი გულშემატკივარი ჩავიდა!

აი, მთავარი ტრიუმფატორებიც: ბესიკ ფრიდონაშვილი _ 46 მატჩი, თემურ ჩხაიძე _ 44, მურმან აკოფიანი _ 43, ბადრი დანელია _ 43, გოჩა ტყებუჩავა _ 42, ლევან მელიქია _ 41, ვახტანგ კოპალეიშვილი _ 40, სერგეი შვეცოვი _ 40, ენუქი თევზაძე _ 39, თემურ ებანოიძე _ 37, გია იმნაძე _ 36, ალექსანდრე კონდრატიევი _ 36, მერაბ თევზაძე _ 30, გია გილიგაშვილი _ 26, ირაკლი იმნაძე _ 12, კარლო მჭედლიძე _ 12, დავით უგრელიძე _ 11, სერგო თოფურიძე _ 11, დავით სანიკიძე _ 3, მამუკა კილაძე _ 3, დავით იმნაძე _ 1, ირაკლი გიგატაძე ჴ 1. გუნდს იმ სეზონში ბეგი სიხარულიძე წვრთნიდა, გუნდის უფროსი შოთა პატარაია გახლდათ, ხოლო საფეხბურთო კუთხით საორგანიზაციო საკითხებს გულსუნდა დუნდუა აგვარებდა.

ბეგი სიხარულიძე: “ჩვენ რატომღაც არ გვთვლიდნენ უმაღლესი ლიგის საგზურის სერიოზულ პრეტედენტად. ამით ჩვენ არ დავზარალებულვართ, მაგრამ გასაკვირი ისაა, რომ აზრი არც მაშინ შეუცვლიათ, როცა “გურია” ზედიზედ 18 ტურის განმავლობაში სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იყო. თავიდან ნამდვილად არც ჩვენ გვიფიქრია უმაღლეს ლიგაზე, მაგრამ თამაშები რომ წაგვივიდა, შანსი გამოვიყენეთ. ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა მშობლიურმა კლუბმა ყველაზე დიდ წარმატებას მაშინ მიაღწია, როცა გუნდს მე ვწვრთნიდი”.

ვახტანგ კოპალეიშვილი: “ძალიან რთული იყო საქართველოს მეორე გუნდის უმაღლეს ლიგაში აღზევება. კიდევ უფრო რთული, უფრო სწორად, წარმოუდგენელი გახლდათ პატარა დაბის გუნდის გადასვლა. მოსკოვის “ლოკომოტივი” ჩვენი კონკურენტი იყო და მასთან მოგებით საგზურს ვინაღდებდით. საკავშირო ფედერაციამ ჯერ კიდევ თამაშამდე შეგვიქმნა პრობლემები. ლანჩხუთში თამაშის უფლება არ მოგვცა. წინა ტურში რიგის “დაუგავას” 2:1 მოვუგეთ, მაგრამ ხალხი მსაჯის მოქმედებით აღშფოთდა, საკუთარ კედლებში თამაში სულ სხვაგვარად გვმუხტავდა. თუმცა, იმ დღეს, ბათუმში, მიუხედავად წვიმისა, ბევრი ხალხი მოვიდა და ძალიან დიდი თანადგომა გამოგვიცხადა. “ლოკომოტივს” იური სიომინი ავარჯიშებდა და გუნდს მწვრთნელის ხელი უკვე ეტყობოდა. მას ჯერ კიდევ ფეხბურთელობის დროიდან ვიცნობდი, ნიჭიერი და გულიანი ადამიანი იყო. სხვათა შორის, თამაშის დღეს, ბათუმის “ინტურისტის” წინ ვნახე და მითხრა, გული მიგრძნობს, 0:1-ს წავაგებთო. მართლაც ასე მოხდა _ ბესო ფრიდონაშვილის გოლის წყალობით 1:0 მოვიგეთ და უმაღლეს ლიგაში გადავედით. მაშინ ჩვენი მწვრთნელი ბეგი სიხარულიძე იყო და ძალიან კარგი გუნდი გვყავდა. სხვათა შორის, მოლოცვა აფრიკის ქვეყნებიდანაც მივიღეთ. ეს იყო ჩვენთვის დიდი სიურპრიზი. არც ვიცით, საიდან მოუვიდათ ასეთი აზრი, მაგრამ ძალიან კი გაგვიხარდა. ხალხი ბათუმიდან ლანჩხუთამდე ჩვენს ავტობუსს ესალმებოდა. დაუვიწყარი დღე იყო…”

თემურ ჩხაიძე: “ეს იყო დიდი გუნდი და ბედნიერი ვარ, რომ ჩემი კაპიტნობის დროს მოვახერხეთ კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდი წარმატების მოპოვება. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ ასე ფინანსურად გაჭირვებული არასდროს ვყოფილვართ, როგორც 1986 წელს. თან, ჩვენგან არც არავინ ითხოვდა, გინდა თუ არა, უმაღლესში უნდა გადახვიდეთო. კარგად მახსოვს, უკრაინაში ორი გასვლითი მატჩი წარმატებით ჩავატარეთ და “აღმოვაჩინეთ”, რომ მეორე ადგილზე მყოფ ცსკა-სთან ჩამორჩენა მცირედიღა იყო”.

გიგლა იმნაძე: “იცით, რა ხდებოდა იმ წელს? სეზონი კარგად დავიწყეთ, თუმცა, უმაღლესზე არავინ ფიქრობდა. ერთი ხანობა, გუნდის დაშლაზეც იყო საუბარი. მაშინ “უშრომელი შემოსავლის” კანონი გამოვიდა და წარმოებები ვეღარ გვეხმარებოდნენ. ვრჩებოდით 200-მანეთიან ხელფასზე. თუმცა, მალე ვითარება გამოსწორდა და პატარა სასწაული მოვახდინეთ”.

ავთანდილ ქანთარია: “იმ დროისთვის გამორჩეული პირობები გვქონდა. მე მართალია, 1986 წელს აქ არ ვთამაშობდი, მაგრამ უმაღლეს ლიგაში ვითამაშე. ის შემადგენლობა 1990 წელს თასი რომ ავიღეთ, დღეს რომ გვყავდეს, პირველ ადგილზე ვიქნებოდით და თან ქულათა მნიშვნელოვანი სხვაობით. მართლაც მაგარი გუნდი გვყავდა”.

ამ ადამიანებთან ერთად “გურიის” ტრიუმფში უდიდესი წვლილი მიუძღვით: შალვა კაკაბაძეს, ვინც 25 წლის მანძილზე წვრთნიდა კლუბს; აწგარდაცვლილ გულსუნდა (იმედო) დუნდუას _ საბჭოთა საფეხბურთო სამყაროში “პოლკოვნიკის” სახელით რომ იცნობდნენ და პატივს სცემდნენ; ასევე ამჟამად გარდაცვლილ ანზორ კილაძეს _ ის გახლდათ ჩაის გაერთიანებათა საწარმოს გენდირექტორი და წლების მანძილზე გუნდის მთავარი სპონსორი; და რა თქმა უნდა, ევგრაფი შევარდნაძეს _ კაცს, რომელმაც 40 წლის წინ შექმნა XXI საუკუნის კლუბის პრეზიდენტის სახე! მისი ამაგის შესაფასებლად მხოლოდ ერთი რამის თქმაც საკმარისია _ ლანჩხუთში დღესაც ასეა: ამბობენ “ბატონ ევგრაფის” და “გურიას” გულისხმობენ და პირიქით. 12 ნოემბრის ღამეს, “გურიის” მოთამაშეები პირველად სწორედ მის საფლავთან მივიდნენ და კლუბის ყველა დროის ყველაზე დიდ მოჭირნახულესა და ამაგდარს მიულოცეს წარმატება, რომელზე ოცნებაც ლანჩხუთის ფეხბურთისთვის ბუმბერაზმა ადამიანმა იმქვეყნად წაიღო.

…

_ რას ხედავ, ბიძია, მაქედან?!

მართალია, ახლა არც ალვის ხეებია “ევგრაფი შევარდნაძის” ირგვლივ და არც ქომაგების ხეებზე შემოსხდომის საჭიროება, მაგრამ ლანჩხუთელი ქომაგი კვლავაც უმაღლეს ლიგას ხედავს, ოღონდ ამჯერად ქართულს, დამოუკიდებელს _ ამაში ხომ ყველაზე დიდი ხარკი თავის დროზე “გურიამ” გაიღო: მაშინ, როცა ქართული ფეხბურთის ფლაგმანი თბილისის “დინამო” ყოყმანობდა, უმაღლეს ლიგაში მეორედ გადასულმა ლანჩხუთურმა გუნდმა უარი თქვა სსრკ-ის პირველობაზე თამაშზე, ფეხბურთელებმა ხელმოწერებიც შეაგროვეს _ ან საქართველოს პირველობაზე ვითამაშებთ, ან გუნდიდან მივდივართო. ამის ერთ-ერთი ინიციატორი კი, 1986 წლის 12 ნოემბრის მატჩის გმირი ბესიკ ფრიდონაშვილი გახლდათ, რომელმაც კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა არა მხოლოდ “გურიის”, არამედ მთლიანად ქართული ფეხბურთის ისტორიაში _ სწორედ მისი გოლით მოიპოვა პირველი ეროვნული თასი ლანჩხუთურმა კლუბმა.

ლანჩხუთში სტუმრად მყოფმა ფეხბურთის ფედერაციის თავკაცმა ზვიად სიჭინავამ აღნიშნა, რომ “გურია” თბილისის “დინამოსა” და ქუთაისის “ტორპედოსთან” ერთად ბრენდია და ყველანაირად ეცდება, ქართულმა ქომაგმა კიდევ არა ერთხელ დააგუგუნოს “გურია”! “გურია”!

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ბახმარო _ ეგრისი 3:0

"800 ხელმოწერა უკვე შეგროვდა"

ყველა სიახლე

სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურის ცენტრში

21:39; 5.12.2025
ზაფრანი

სასმელი, რომელიც მადას აქვეითებს

20:40; 5.12.2025
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნების სისუსტეები

20:35; 5.12.2025
ზაფრანი

ქატო გასახდომად

20:31; 5.12.2025
ზაფრანი

რა მივირთვათ ზამთარში რომ წონაში არ მოვიმატოთ

20:26; 5.12.2025
ფინანსები

SOLO-ს საახალწლო შეთავაზება მომხმარებლებს: შეხვდით 31 დეკემბერს Room Batumi-ში სტეფანესთან ერთად

20:16; 5.12.2025
საზოგადოება

ხანძარს კაცი ემსხვერპლა

20:09; 5.12.2025
ფინანსები

12 სტარტაპი, 8 ქვეყანა, 12-კვირიანი აქსელერაციის პროგრამა – საქართველოში 500 Global in Eurasia-ს შემაჯამებელი ღონისძიება Demo Day გაიმართა

20:07; 5.12.2025
სამართალი

სუს-მა ოზურგეთის მერიის აუდიტის სამსახურის მოქმედი მთავარი სპეციალისტი და ნატანების ყოფილი რწმუნებული დააკავა

18:03; 5.12.2025
პოლიტიკა

“ყალბად მოგონილი აჟიოტაჟია” – მიხეილ სარჯველაძე

17:37; 5.12.2025
საზოგადოება

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს 6 დეკემბერს

17:24; 5.12.2025
სამართალი

სუს-მა სკოლის დირექტორი დააკავა

17:18; 5.12.2025
ფინანსები

ბათუმში GOAL FITNESS-ის პირველი ფილიალი იხსნება – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

17:06; 5.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკმა 2025 წელს 53 პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად განათლების შესაძლებლობები 300 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის შექმნა

15:51; 5.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე: შსს-მ იცოდა, რომ იყენებდა წყალს, კონკრეტულ ნივთიერებას, გამხსნელს, რომელიც იქნა შეძენილი თავის დროზე, დანარჩენს გამოძიება შეისწავლის

15:20; 5.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025
0

ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

9:28; 5.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო