ფრანგი მსახიობი მსოფლიოში სახელგანთქმული ბანის, პაატა ბურჭულაძის 60 წლის საიუბილეო საღამოს წაიყვანს.
ღონისძიება 12 თებერვალს სპორტის სასახლეში გაიმართება.
კონცერტის ორგანიზატორების განცხადებით, ალენ დელონის დასარწმუნებლად დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებიათ, ვინაიდან პაატა ბურჭულაძეს მსოფლიო იცნობს.
ფრანგი მსახიობი საღამოს ფრანგულ ენაზე პიანისტ დათუნა ალადაშვილთან ერთად წარუძღვება.