საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, დავით ცინარიძეს ქონებრივი დეკლარაცია 2015 წლის 8 იანვარს აქვს შევსებული, საიდანაც ირკვევა, რომ ის საკმაოდ სოლიდური ქონების პატრონია.
ცინარიძე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში რამდენიმე მიწის ნაკვეთს ფლობს.
კერძოდ, ოზურგეთის რაიონის სოფელ შრომაში – 1000.00 კვ.მ-ის ფართი; ამავე სოფელში 720.00 კვ.მ-ისა და 1000.28 კვ.მ-ის ნაკვეთები; არასაცხოვრებელი ფართი ოზურგეთის რაიონის სოფელ შრომაში, რომლის ფართობი 232.00 კვ.მ.-ია.
გარდაბნის რაიონში, ვარკეთილის მეურნეობაში, 1500.00 კვ.მ-ის მიწის ნაკვეთი.
ცინარიძის სახელზეა საცხოვრებელი სახლი ოზურგეთის რაიონის სოფელ შრომაში, რომლის ფართობიც 306.00 კვ.მ.-ია.
ასევე, თბილისში, შარტავას ქ#35-ში 75.21 კვ.მ-ის ბინა და ამავე საცხოვრებელ კორპუსში 171.64 კვ.მ.-ის ბინა. ბინას ბორჯომში, თორის ქ. #6, რომლის ფართობი 60.90 კვ.მ-ია.
რაც შეეხება მის მეუღლეს, მანანა ბოლოთაშვილს, ის ბორჯომის რაიონი, სოფ. ჭობისხევში 600.00 კვ.მ.-ის ფართობის მიწის ნაკვეთს ფლობს.
დეკლარაციის მიხედვით, ცინარიძის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომანქანა „ტოიოტა პრადო“.
რაც შეეხება ცინარიძის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსებისას, მის სახელფასო ანგარიშზე ,,თი–ბი–სი“ ბანკში 300.00 ლარი იყო, ნაღდი ფულის სახით კი, მას 34000.00 ლარი და 3000 დოლარი ჰქონდა.
რაც შეეხება მის მეუღლეს, მის სახელფასო ანგარიშზე ,,საქართველოს ბანკში“ 10 ლარი, მიმდინარე ანგარიშზე ამავე ბანკში კი, 5140.00 ლარი იყო. ნაღდი ფულის სახით კი, ბოლოთაშვილს 14000.00 ლარი ჰქონდა.
დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ მანანა ბოლოთაშვილი ინდმეწარმეა. მას თბილისში, ხოშარაულისა და ელიავას ქუჩების, მდინარე მტკვრის და ვახუშტის ხიდის შორის I სავაჭრო პავილიონში 39 სექცია აქვს.
ამასთანავე, ბოლოთაშვილი შპს ჯინო პარკი მარკეტინგის უფროსია, საიდანაც წინა წელს შემოსავლის სახით, 14400.00 ლარი მიიღო.
რაც შეეხება ცინარიძის შემოსავალს, მან საპატრულო პოლიციის დირექტორის თანამდებობიდან 2014 წელს 105920.00 ლარის შემოსავალი მიიღო.
დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ წინა წელს ცინარიძეების ოჯახმა ფართების დაქირავებისთვის 2863 დოლარი და 5400.00 ლარი გასცა.
გარდა ამისა, დეკლარაციის მიხედვით, დავით ცინარიძესა შვილების სწავლის გადასახადისთვის 10500 ლარი, საცხოვრებელი სახლის კეთილმოწყობისთვის – 11300 ლარი და მშენებარე ბინის გადასახადისთვის – 10000 დოლარი აქვს გადახდილი.