ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან 6 თვე უკვე გავიდა.
„ ახალი მოსული ვარ“; „ძველი ბიუჯეტით მოგვიწია მუშაობა“; „სულ ცოტაც და ყველაფერი დალაგდება“ _ ასეთი იყო გამგებლებისა და საკრებულოს თავმჯდომარეების კომენტარები გასულ წელს.
თანამდებობის პირები არსებული პრობლემების ერთ-ერთ მიზეზად საკადრო პოლიტიკასაც ასახელებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ ადგილობრივ თვითმართველობის მოხელეთა შესარჩევი კონკურსი ყველაფერს დაალაგებდა.
გურიის სამივე მუნიციპალიტეტში კონკურსები უკვე დასრულდა. ყველაზე ბოლოს საკუთარი გადაწყვეტილება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო კომისიამ გაახმოვანა.
აღსანიშნავია, რომ სხდომის მიმდინარეობისას, კედელზე განთავსებულ ეკრანზე, რამდენიმე წუთის განმავლობაში სექსუალური სცენები გადიოდა.
უყურეთ გადაცემას და გაიგეთ როდის აპირებს ჩოხატაურის საკრებულო აუდიტის სამსახურის დასკვნის განხილვას; ისევ ავსებენ თუ არა დოკუმენტაციას ფანქრით; რატომ ვერ მოახერხეს წლევანდელი ბიუჯეტით უპოვართა დაპურება და როდის განახლდება შეჩერებული მშენებლობები.
ამავე გადაცემიდან გაიგებთ რას ფიქრობს ხალხი ადგილობრივი თვითმართველობის მოხელეთა შესარჩევ კონკურსზე; რა დაამახსოვრდათ ყველაზე მეტად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს და რომელი პარტიების ოფისებია ღია არჩევნებიდან 6 თვის შემდეგ.