https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რა უფლებები ექნება საზოგადოებას თვითმმართველობის პროცესში მონაწილეობისას

21:02; 6.02.2015
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების გაუმჯობესებასა და მონაწილეობის ახალი ფორმების დანერგვის შესახებ კოდექსში ცვლილება შევა, რომელსაც  საკანონმდებლო ორგანო საგაზაფხულო სესიაზე განიხილავს.

კანონპროექტის ავტორების თქმით, ცვლილება ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ისეთი ფორმას ითვალისწინებს, როგორიცაა სოფლის/დაბის/ქალაქის საერთო კრება, რომელიც დასახლებისა და მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, გადაწყვეტისა და ამ ორგანოების წინაშე ინიცირების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას უზრუნველყოფს.

 ამასთან, კანონპროექტი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ავალდებულებს: განიხილოს საერთო კრების მუდმივმოქმედი ორგანოს განცხადებები, მოთხოვნები და აცნობოს მას განხილვის შედეგების შესახებ.

გამგეობასთან/მერიასთან, როგორც სათათბირო ორგანო, ყალიბდება სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო. პროექტში ახლებურად არის წარმოდგენილი პეტიციის წარდგენის წესი,  უმჯობესდება ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სტანდარტებიც.

წარმოდგენილი კანონპროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მომზადდა, თუმცა მასში ასევე გათვალისწინებულია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები. ის ფონდმა "ღია საზოგადოება – საქართველო"-მ და მისმა 16-მა პარტნიორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ კამპანიის "თვითმმართველობის დროა" ფარგლებში მოამზადეს და 2014 წლის 24 დეკემბერს სამინისტროს წარუდგინეს.

დღეს კი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, შემუშავებული პროექტის პრეზენტაცია გამართა.

შეხვედრას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის ფარგლებში, სამინისტროს წარმომადგენლებმა არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნები კიდევ ერთხელ მოისმინეს და მათ ამ შენიშვნების ჩამოყალიბებისთვის და სამინისტროში გადაგზავნისთვის ერთკვირიანი ვადა მისცეს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ერთხმად თანხმდებიან, რომ აღნიშნული ცვლილება ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის მაღალ სტანდარტს აწესებს, თუმცა მისი განხორციელების პროცესში პრობლემები რომ არ შეიქმნას, კანონპროექტი ჯერ კიდევ დასახვეწია.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ის განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებით ფორმებს, კერძოდ: დასახლების საერთო კრებისა და გამგებლის/მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სახით.

დასახლების საერთო კრების ჩატარების ინიციატივით სარგებლობს საინიციატივო ჯგუფი და გამგეობის/მერიის უფლებამოსილი მოხელეები, აგრეთვე საერთო კრების მიერ დასახლების რჩეული საერთო კრების ორგანოები: დასახლების წარმომადგენელი და დასახლების წარმომადგენელთა საბჭო.

კოდექსით განსაზღვრული საერთო კრება შეიძლება მოწვეულ იქნეს დასახლებაში, რომელშიც რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა არ აღემატება 2000. აღნიშნული ფორმა პრაქტიკულად შეიძლება გამოყენებულ იქნეს მცირე მოსახლეობის მქონე დასახლებებში. დიდ მოსახლეობის მქონე დასახლებებში, მათ შორის, ქალაქებში აღნიშნული ფორმის გამოყენება დასახლების მთელი მოსახლეობის შეკრების სირთულის გამო პრაქტიკულად ძნელად გამოსაყენებელი ზოგჯერ კი შეუძლებელიცაა.  თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ საქართველოში არსებული დაახლოებით 3600 სოფლიდან/დაბიდან დაახლოებით 3300–ში ამომრჩეველთა რაოდენობა 2000 არ აღემატება, პროექტით წარმოდგენილი ფორმა თითქმის საქართველოს ყველა სოფელში და დაბაში შეიძლება იქნეს გამოყენებული.

რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის მეორე ახალ ფორმას –  სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს, მის შემადგენლობაში შედიან ადგილობრივი მეწარმე იურიდიული პირებისა და არასამთავრობო სექტორის, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წარმომადგენლები.

გამგებელი/მერი ვალდებულია საბჭოს განსახილველად წარუდგინოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტიდან დაწყებული, ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტებით დამთავრებული, ნებისმიერი წინადადება.

როგორც პროექტის წარდგენისას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ შერგელაშვილმა განაცხადა, "მასში მკაფიოდ არის ზღვარი გავლებული, სად მთავრდება საჯარო ადმინისტრირების ფორმა და იწყება მოქალაქეთა ჩართულობა“.

თუმცა,  არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს  აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, შენიშვნებს აქვს.

როგორც პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ჟორჟოლიანმა განაცხადა, პროექტში წარმოდგენილი მუხლი – გამგებლის მრჩეველთა საბჭოს შესახებ "არაფრის მომტანი იქნება, რადგან გამგებელს მრჩეველთა საბჭო ახლაც ჰყავს, ამიტომ ის კოდექსში ზედმეტია“.

"ამ პოზიციას პარლამენტშიც დავიცავ. მრჩეველთა საბჭო აღარ არის საჭირო.  ვინ უნდა შევიდეს ამ საბჭოში? გამგებელი თავის ნათესავებს ხომ არ შეიყვანს?!“, _ განაცხადა ჟორჟოლიანმა, თუმცა, მის ამ მოსაზრებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს იურისტი ირაკლი კახიძე არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ "გამგებელს საზოგადოების აზრის გაგება გარედანაც სჭირდება, ამიტომ უმჯობესი იქნება, თუ ის კონსულტაციებს ამ საბჭოსთან გაივლის“.

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მოთხოვნას, რომ საერთო კრებას უფლებამოსილება გაეზარდოს, გია ჟორჟოლიანი შეეწინააღმდეგა და განაცხადა, რომ "თუ დასახლების საერთო კრებას უფრო მეტ უფლებამოსილებებს მივცემთ, ამით ახალი საჯარო ხელისუფლების ინსტიტუტს შევქნით, ამას კი წინ აღუდგებიან როგორც გამგებლები, ასევე არჩეული სხვა საჯარო პირებიც“.

არასამთავრობო ორგანიზაციების მეორე ნაწილმა კი ამ უფლებების გაზრდაში "ინსტიტუციური კონფლიქტის" წარმოქმნის საშიშროება დაინახა. 

"საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი, ევროპის საბჭოს ადგილობრივი თვითმმართველობის ქარტიის დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის წევრი დავით მელუა აცხადებს, რომ "საერთო კრებამ შესაძლოა დააყენოს სოფლის რწმუნებულის და გამგებლის პასუხისმგებლობის საკითხი, მათ შორის გათავისუფლების საკითხიც. ამ შემთხვევაში კი, მათ დაცვის მეტი გარანტიები უნდა ჰქონდეთ და ეს გარანტიები უნდა დაზუსტდეს, რომ ინსტიტუციური კონფლიქტის საშიშროება არ წარმოიშვას". ასევე უნდა გაიწეროს გამგებლის წარმომადგენლების უფლებამოვალეობების საკითხიც". 

საია-ს იურისტის ლელა ტალიურის განცხადებით, "ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროექტში ის კრებებია, რომელი დასახლებებში უნდა შეიქმნას, თუმცა პროექტთან დაკავშირებით, მას შენიშვნებიც აქვს“.

"შენიშვნა გვაქვს იმ მუხლზე, რომელიც დასახლების საერთო კრების მოწვევას ეხება, კონკრეტულად კი, ჯგუფის მიერ ინიციატივის დარეგისტრირებასთან დაკავშირებით. ამის თანხმობა კრებამ გამგებლისგან უნდა მიიღოს, რის შემდეგაც ხელმოწერების შეგროვება უნდა დაიწყოს. თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს უნდა გამარტივდეს, რადგან ბიუროკრატიულმა მექანიზმებმა იმ ჯანსაღ ინიციატივებს, რაც ადგილზე შეიქმნება, ამის განხორციელებას ხელი არ შეუშალოს“, _ აღნიშნა ტალიურმა.

იურისტს შენიშვნები აქვს ადგილობრივ კრებების რჩეულთან დაკავშირებითაც, რომელიც მუდმივმოქმედი უნდა იყოს და კრების დავალებები შეასრულოს.

"მისი საქმიანობა ამ დასახლებებში ღიად და საჯაროდ უნდა წარიმართოს, თუმცა ეს კოდექსის პროექტში მკაფიოდ არ არის განსაზღვრული. საუბარია მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობაზე, რომ დავადგინოთ, ეს ადამიანები ვიწრო ინტერესებს აყენებენ განხილვის საგნად, თუ ეს მთელი სოფლის ინიციატივაა. ვფიქრობთ, აქ დასამატებელია ის პუნქტები, რომელიც ამ ორგანოებს დაავალდებულებს სხდომების ღიად და საჯაროდ წარმართვას, რომ მათი საქმიანობის მონიტორინგი გაკეთდეს“, _ აღნიშნა ტალიურმა.

მისივე თქმით, "ბუნდოვანია, დასახლებაში ერთი კრება უნდა იყოს თუ რამდენიმე და როგორ უნდა დარეგულირდეს რამდენიმე კრების შემთხვევა“.

"ასევე იმ ადამიანების უფლებები არ არის გაწერილი, რომლებმაც უარი განაცხადეს ან არ მიიღეს მონაწილეობა დასახლების საერთო კრების მუშაობაში“, _ განაცხადა ტალიურმა.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნებს რეგიობნული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 12 თებერვლამდე მიიღებს. ჯერჯერობით უცნობია, როგორ ჩამოყალიბდება კანონპროექტის საბოლოო ვერსია, თუმცა ცნობილია, რომ პარლამენტმა ის საგაზაფხულო სესიაზე უნდა განიხილოს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

წულუკიანი: "მევალება ვთქვა, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეში არ დარღვეულა სიცოცხლის უფლება _ ეს არის აბსურდი"

ქადაგიძე: "ვაზაგაშვილის ცხედარი პროზექტურაში, როგორც ამოუცნობი პროვნება ისე გადაიყვანეს"

ყველა სიახლე

სამართალი

ბრალდებული ექიმი, რომელსაც სასამართლომ 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა, გათავისუფლდა

21:06; 12.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

19:52; 12.09.2026
სამართალი

სასამართლომ ახმეტის სამედიცინო კლინიკის ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

17:30; 12.09.2026
სამართალი

ზღვაში ახალგაზრდა ქალის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

14:32; 12.09.2026
მსოფლიო

უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

12:49; 12.09.2026
სამართალი

პროკურორი: დავით ნარიმანიძის მკვლელობის მიზეზი სადღეგრძელოს გამო დაწყებული უკმაყოფილება გახდა

12:47; 12.09.2026
სამართალი

სასამართლო გიორგი ბარამიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

12:38; 12.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა

11:11; 12.09.2026
მსოფლიო

რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

10:59; 12.09.2026
სამართალი

რეჟიმს შეწყალება რომ არ უნდა მოვთხოვო, ამისთვის რეკომენდაციები არ მჭირდება, ღირსების განცდაც საკმარისია – მზია ამაღლობელი

10:19; 12.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:03; 12.09.2026
მსოფლიო

მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

9:26; 12.09.2026
მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11.09.2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11.09.2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო