ნიგერიის პრეზიდენტმა, ბოლა აჰმედ ტინუბუმ 250-ზე მეტი მოსწავლის გამოსახსნელად, რომლებიც, 7 მარტს, შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე სკოლიდან, ჯარები გაგზავნა.
ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, თავდასხმის დროს სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დროისთვის არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.