კაცობრიობა აგრძელებს კოსმოსის საიდუმლოებების შესწავლას. ბოლო გამოკვლევების შედეგად აღმოჩენილ იქნა ახალი ვარსკვლავური სისტემა.
ბრიტანელმა ასტრონომებმა აღმოაჩინეს ახალი ვარსკვლავური სისტემა, რომელიც დედამიწიდან 250 სინათლის წლის მოშორებით მდებარეობს.
ამ ვარსკვლავურ სისტემას, როგორც შემდეგში გახდა ცნობილი აქვს 5 კაშკაშა ვარსკვლავი ანუ მზე. ვარსკვლავურ სისტემაში 5 ვარსკვლავიანი სისტემა მსოფლიო ისტორიაში პირველი აღმოჩენაა.
ამ ახლად აღმოჩენილ ვარსკვლავურ სისტემაში ორი ტყუპი ვარსკვლავია და ერთი კენტადაა დარჩენილი.
ასტრონომების აზრით, ამ ვარსკვლავურ სისტემის ორბიტაზე შესაძლოა პლანეტებიც მოძრაობენ.
ასეთი ვარსკვლავური სისტემა პირველად იქნა აღმოჩენილი. მეცნიერები და ასტრონომები ვარაუდობენ, რომ ამ 5 ვარსკვლავიან სისტემაში არასოდეს არ დაბნელდება, მათი თქმით, ამ ახლად აღმოჩენილ ვარსკვლავურ სისტემაზე მდებარე პლანეტებზე მუდამ სინათლე იქნება.
ერთ-ერთმა ბრიტანელმა მეცნიერმა განაცხადა, რომ ისინი მალე გამოიკვლევენ უფრო დეტალურად თუ რა ხდება ამ ახალ ვარსკვლავური სისტემის პლანეტებზე.