საჭირო მასალა: 400 გრამი ყველი _ სულგუნი; 1 ჭიქა ფქვილი, 0.5 ჭიქა ლუდი, 2 ცალი კვერცხი, მარილი, წიწაკა.
მომზადება: ყველი დავჭრათ მსხვილ 1-1.5 სმ სისქის ნაჭრებად. ფქვილში ჩავასხათ იმდენი ლუდი, რომ სქელი მასა მივიღოთ. კარგად მოვურიოთ, რომ ფქვილი გაიხსნას და კოშტები არ დარჩეს. ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის გული და შევურიოთ ცომს, მერე კი ავაქაფოთ კვერცხის ცილა და ასევე ფრთხილად შევურიოთ ცომში. ცომი შევაზავოთ მარილით და წიწაკით. სქელძირიან ტაფაში გავაცხელოთ ცხიმი, დავალაგოთ ცომში ამოვლებული ყველის ნაჭრები და შევწვათ ოქროსფერი ქერქის წარმოქმნამდე. მზა ყველის ნაჭრები ამოვალაგოთ ქაღალდის ხელსახოცზე, რომ ზედმეტი ცხიმისგან დაწდეს. სასურველია, მივირთვათ ლუდთან ერთად.