თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების შუამდგომლობა და მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსს ჯოკია ბოდოკიას აღკვეთის ღონისხიების სახით პატიმრიბა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ გუშინ მიიღო.
პროცესის დაწყებამდე კი საქმის პროკურორმა მალხაზ გეწაძემ განაცხადა, რომ ბოდოკიამ ქრთამი შპს "დარიოუშის" ხელმძღვანელისგან, ნათია მახარაშვილისგან აიღო, რომელმაც გამოძიებასთან ითანამშრომლა. პროკურორის ინფორმაციით, "დარიოუშს" სასტუმრო თაბუკაშვილის ქ. 32-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე უნდა აეშენებინა, რის მფარველობასაც შპს-ს ხელმძღვანელს ბოდოკია დაჰპირდა. გეწაძის თქმით, საქმეში არის ვიდეომტკიცებულებებიც.