ლანჩხუთის ცენტრში, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერებმა, ირაკლი ალასანიამ, ალექსი პეტრიაშვილმა და ირაკლი ქადაგიშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.
ირაკლი ალასანიას თქმით, შეხვედრის მიზანია, რეგიონებში არსებული ვითარების საფუძვლიანი შესწავლა.
მისივე თქმით, ისეთ მუნიციპალიტეტებში, როგორიც ლანჩხუთია, ხელისუფლებას აქცენტი მცირე ბიზნესისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე უნდა გააკეთებინა.
ამავე შეხვედრაზე, ირაკლი ალასანიამ საზოგადოებას პარტიის ახალი სახე თამუნა კეკენაძე გააცნო, რომელიც გაეროში მოღვაწეობდა და ახლა საქართველოში დაბრუნდა. კეკენაძე პარტიული კუთხით რეგიონებს გაუწევს კურირებას.
მოსახლეობას ალექსი პეტრიაშვილმაც მიმართა, რომელმაც მოკლედ ისაუბრა ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და პარტიის სამომავლო გეგმებზე.
დღესვე, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერებთან საუბარი შეძლეს ადგილობრივებმაც, რომლებიც შეხვედრას ესწრებოდნენ. მათ დღის წესრიგში მდგარი აქტუალური თემები განიხილეს.