საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი დავით საყვარელიძე უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელად აირჩიეს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, სათანდო გადაწყვეტილება უკრაინის ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინ მიიღო. საკონკურსო კომისიამ პრეზიდენტს დავით საყვარელიძის კანდიდატურა შესთავაზა, პრეზიდენტმა თანხმის მისაღებად პარლამენტს მიმართა, რომელმაც სათანადო გადაწყვეტილება მიიღო.
დავით საყვარელიძის უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელად არჩევა მისი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას იწვევს. შესაბამისად, მას პარლამენტში ეკა ხერხეულიძე ჩაანაცვლებს.