რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მინსკში მიღწეულია შეთანხმება, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში 15 თებერვალს, 00:00 საათზე შევა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ორივე დაპირისპირებულ მხარეს მოუწოდებენ თავიდან აირიდონ სისხლისღვრა.
“თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი, ალექსი პეტრიაშვილი “გურია ნიუსთან“ ამბობს, რომ რუსეთი უკვე დიდი ხანია არღვევს საერთაშორისო ხელშეკრულებებს და არ არის გამორიცხული, რომ მინსკში მიღწეული ხელშეკრულებაც არ შეასრულოს.
„რუსეთის ხელისუფლების ნდობა ნამდვილად არ შეიძლება. არამგონია ცეცხლი შეწყვიტოს რუსეთმა. დიდი სურვილი მაქვს, რომ უკრაინაში შეწყდეს ცეცხლი, მაგრამ რუსეთი დიდი ხანია არღვევს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში არ ასრულებს 2008 წლის შეთანხმებას. აქედან გამომდინარე, ნაკლებად არის იმის შანსი, რომ ცეცხლი შეწყდება და ეს შეთანხმება შესრულდეს. ნაკლებად სავარაუდოა ვლადიმერ პუტინმა თავისი ზრახვები შეცვალოს“. _ გვითხრა ალექსი პეტრიაშვილმა.