euronews-ის ცნობით, მომხდარი ტერორისტული თავდასხმების ფონზე, რა დროსაც ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა, კვირას დანიის პოლიციამ კოპენჰაგენის სხვადასხვა რაიონებში დაჭერების სერია განახორციელა.
პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისას დაიღუპა 22 წლის ტერორისტი ომარ აბდალ ხამილ ალ-ჰუსეინი, რომელიც დანიაში გაიზარდა და ერთხელ უკვე იყო ნასამართლევი.
დაღუპულს თან ორი პისტოლეტი აღმოაჩნდა, ხოლო მისი ბინის ჩხრეკისას პოლიციელებმა ავტომატური იარაღი ამოიღეს, რომლიდანაც, სავარაუდოდ მოხდა იმ კაფე-ბარის დაცხრილვა, სადაც სიტყვის თავისუფლებისადმი მიძღვნილი შეკრება იმართებოდა. სწორედ კაფეზე თავდასხმის შემდეგ გაემართა ტერორისტი სენაგოგისკენ, სადაც დარაჯი მოკლა.
გამოძიება არ გამორიცხავს, რომ დანიის დედაქალაქში მომხდარი შემთხვევა იანვრის თვეში საფრანგეთის დედაქალაქში მომხდარი ტერორისტული აქტების ერთგვარი გამოძახილია.
კვირადღეს დანიის დედაქალაქის მაცხოვრებლებმა პატივი მიაგეს ტერორისტული აქტისას დაღუპულთა ხსოვნას და სინაგოგასთან ყვავილებითა და ანთებული სანთლებით მივიდნენ.