https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

როგორ უნდა დააგროვონ მასწავლებლებმა კრედიტქულები სტატუსების მოსაპოვებლად

10:02; 20.02.2015
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, რომელიც  საქართველოს მთავრობის სხდომაზე უკვე დამტკიცდა, განისაზღვრა მასწავლებლის შემდეგი სტატუსები: პრაქტიკოსი მასწავლებელი; უფროსი მასწავლებელი; წამყვანი მასწავლებელი და მენტორი.

მასწავლებლის მიერ სქემით განსაზღვრული სტატუსის მოპოვება, ან შენარჩუნება, ან შეწყვეტა დამოკიდებულია მისი პროფესიული საქმიანობის შეფასების შედეგებზე.

მასწავლებელს მიენიჭება ზემოთ ჩამოთვლილი სტატუსები, თუკი იგი დააგროვებს შესაბამისი სტატუსის მინიჭებისთვის განსაზღვრულ კრედიტქულებს სქემითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადების ფარგლებში.

მასწავლებელი ინარჩუნებს უფროსი მასწავლებლის, ან წამყვანი მასწავლებლის, ან მენტორის სტატუსს, თუკი იგი დააგროვებს შესაბამისი სტატუსის შენარჩუნებისათვის განსაზღვრულ კრედიტქულებს სქემითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადების ფარგლებში.

მასწავლებელი თუ ვერ დააკმაყოფილებს სტატუსის შენარჩუნებისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მას უწყდება მინიჭებული სტატუსი და ენიჭება ქვედა სტატუსი, ან უწყდება შრომითი ხელშეკრულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში.

მინიჭებული კრედიტქულების საფუძველზე, მასწავლებლის შეფასების ჯგუფი  იღებს გადაწყვეტილებას მასწავლებლისათვის სტატუსის მინიჭების/შენარჩუნების/შეწყვეტის შესახებ წინადადებას  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისათვის წარდგენის შესახებ.

მასწავლებლის შეფასების ჯგუფი აღნიშნულ წინადადებას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს წარუდგენს წინასწარ განსაზღვრულ ვადებში ელექტრონული სისტემის საშუალებით. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წინადადების გათვალისწინებით, იღებს გადაწყვეტილებას მასწავლებლისათვის სტატუსის მინიჭების/შენარჩუნების/შეწყვეტის შესახებ. მასწავლებელს სტატუსის მინიჭებასთან, შენარჩუნებასა და შეწყვეტასთან  დაკავშირებით გადაწყვეტილება შეუძლია გაასაჩივროს სასამართლოში.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სტატუსის მინიჭებიდან 2 თვის ვადაში სერტიფიკატებს გადასცემს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს – საგანმანათლებლო რესურსცენტრებს. საგანმანათლებლო რესურსცენტრი მასწავლებლის სერტიფიკატების მიღებიდან 20 დღის ვადაში უზრუნველყოფს სერტიფიკატების დარიგებას.

საქართველოს განათლების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, მომზადდება ბროშურა, სადაც ყველა ცვლილება  "ადამიანურ ენაზე"  იქნება ახსნილი. ის მასწავლებლებს ურჩევს, დასვან, რაც შეიძლება მეტი კითხვა და კომპეტენტური ადამიანები სამინისტროდან მათ ყველაფრის გარკვევაში დაეხმარებიან.

სანამ ბროშურა მომზადდება, "გურია ნიუსი" გთავაზობთ დეტალურად, თუ როგორ გაიწერა მასწავლებელთა სქემაში პედაგოგებისთვის სტატუსების მინიჭების და კრედიტქულების დაგროვების წესი.

რა  გზები და საშუალებებია საჭირო მასწავლებლის სტატუსების მისანიჭებლად?

ყოველი მომდევნო სტატუსის მისაღწევად მასწავლებელმა უნდა გაიაროს  პროფესიული განვითარების  თანმიმდევრული გზა.

უფროსი მასწავლებლი

უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად პრაქტიკოსი მასწავლებელი აგროვებს 19 კრედიტქულას მხოლოდ სავალდებულო აქტივობებით; ახორციელებს თვითშეფასებას თვითშეფასების კითხვარის გამოყენებით; თვითშეფასების კითხვარის ანალიზის საფუძველზე ადენს პროფესიული განვითარების ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმას; აბარებს იმ საგნის გამოცდას, რომელსაც ასწავლის; გადის პროფესიული განვითარების კურსს პედაგოგიურ უნარებში; მასწავლებლის შეფასების ჯგუფი არანაკლებ ორჯერ აკვირდება პრაქტიკოსი მასწავლებლის  მიერ ჩატარებულ გაკვეთილს და აფასებს გაკვეთილის შეფასების რუბრიკის გამოყენებით და აძლევს განმავითარებელ შეფასებას; მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ გაკვეთილზე დაკვირვების არადამაკმაყოფილებლად შეფასების შემთხვევაში, პრაქტიკოს მასწავლებელს შეუძლია მოითხოვოს კიდევ ერთი დაკვირვების ჩატარება; პრაქტიკოსი მასწავლებელი მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში განათავსებს სტატუსის მისანიჭებლად აუცილებელ მის მიერ განხორციელებული აქტივობების დამადასტურებელ დოკუმენტებს, რომელსაც ასევე განათავსებს ელექტრონულ სისტემაში; მასწავლებლის შეფასების ჯგუფი აფასებს პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ განხორციელებულ აქტივობებს, პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების საფუძველზე და იღებს გადაწყვეტილებას, პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების ან პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის შეწყვეტის შესახებ.

როგორ განისაზღვრება პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის კრედიტქულების მინიჭება

პრაქტიკოსი მასწავლებელი ფასდება მის მიერ განხორციელებული სავალდებულო აქტივობების შესაბამისად. უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის სავალდებულო აქტივობების შესაბამისი კრედიტქულები განისაზღვრება შემდეგნაირად: უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის სავალდებულო აქტივობები საგნის გამოცდა – 10 კრედიტქულაა, გაკვეთილის წარმართვა, რომელზეც დაკვირვებას ახორციელებს მასწავლებლის შეფასების ჯგუფი – 4 კრედიტქულა. მასწავლებლის პროფესიულ უნარებში პროფესიული განვითარების კურსის გავლა, რომელიც ორგანიზებულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ან სხვა დაწესებულების მიერ( სხვა დაწესებულების მიერ განხორციელებული პროფესიული განვითარების კურსი აუცილებელია იყოს აკრედიტებული  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით) –  5 კრედიტქულა. ანუ, პრაქტიკოს მასწავლებელს მომდევნო კატეგორიაში გადასასვლელად სჭირდება   19 კრედიტქულა.

პრაქტიკოსი მასწავლებელი უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად კრედიტქულებს აგროვებს არაუმეტეს ოთხი წლის განმავლობაში. ვინაიდან 2015-2016 სასწავლო წელი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულია მასწავლებლის შეფასების სისტემის პილოტირების წლად,  უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად  მასწავლებელს  აღნიშნულ ვადაზე დამატებით მიეცემა ერთი წელი.

პრაქტიკოსი მასწავლებელი უფლებამოსილია სტატუსით განსაზღვრულ ვადაში დამატებითი საქმიანობებით დააგროვოს კრედიტქულები, რომლებიც მას აესახება უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შემდეგ.

იმ შემთხვევაში, თუ პრაქტიკოსი მასწავლებელი 3 წლის განმავლობაში ვერ ჩააბარებს საგნის გამოცდას ან  უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებისათვის განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ვერ დააგროვებს უფროსი მასწავლებლის სტატუსის  მისანიჭებლად აუცილებელ კრედიტქულებს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია გაწყვიტოს მასთან შრომითი ურთიერთობა და გამოაცხადოს ვაკანსია. მუსიკისა და სპორტის (ფიზიკური აღზრდის) მასწავლებლებისათვის, ასევე  არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სექტორის მასწავლებლებისათვის, რომელთათვისაც საგნის გამოცდის ჩატარებას უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებისათვის განსაზღვრული ვადის განმავლობაში ვერ უზრუნველყოფს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, აღნიშნული შედეგი დადგება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მათთვის საგნის გამოცდის ჩატარების შემთხვევაში, მათ მიერ საგნის გამოცდის ვერ/არ ჩაბარებისას. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ აღნიშნული მასწავლებლებისათვის საგნის გამოცდის ჩატარების შემთხვევაში მათ მიერ საგნის გამოცდის ვერ/არ ჩაბარებამდე მასწავლებლები ინარჩუნებენ პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსს.

საგნის გამოცდის ჩატარებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლებისთვის უზრუნველყოფს 2015 წლის განმავლობაში; მუსიკისა და სპორტის (ფიზიკური აღზრდის), ასევე არაქართულენოვანი სექტორის მასწავლებლებისთვის უზრუნველყოფს  2016 წლის განმავლობაში.


უფროსი მასწავლებლის სტატუსის შენარჩუნების ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად:
უფროსი  მასწავლებელი ახორციელებს თვითშეფასებას თვითშეფასების კითხვარის გამოყენებით; თვითშეფასების კითხვარის ანალიზის საფუძველზე ადენს პროფესიული განვითარების ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმას; მასწავლებლის შეფასების ჯგუფი არანაკლებ ორჯერ აკვირდება უფროსი  მასწავლებლის  მიერ ჩატარებულ გაკვეთილს და აფასებს გაკვეთილის შეფასების რუბრიკის გამოყენებით და აძლევს განმავითარებელ შეფასებას; მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ გაკვეთილზე დაკვირვების არადამაკმაყოფილებლად შეფასების შემთხვევაში, უფროს მასწავლებელს შეუძლია მოითხოვოს კიდევ ერთი დაკვირვების ჩატარება; უფროსი  მასწავლებელი ერთხელ გადის გარე დაკვირვებას; უფროსი  მასწავლებელი მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში განათავსებს უფროსი მასწავლებლის სტატუსის შესანარჩუნებლად ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად მის მიერ განხორციელებული სავალდებულო აქტივობებისა და დამატებითი საქმიანობების დამადასტურებელ დოკუმენტებს, რომელსაც ასევე  განათავსებს ელექტრონულ სისტემაში; მასწავლებლის შეფასების ჯგუფი აფასებს უფროსი მასწავლებლის მიერ განხორციელებულ სავალდებულო აქტივობებსა და დამატებით საქმიანობებს და მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას მასწავლებლისათვის უფროსი მასწავლებლის სტატუსის შეწყვეტის, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსის  შენარჩუნების, ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისათვის  წარდგენის შესახებ.
 
უფროსი მასწავლებლის სტატუსის შესანარჩუნებლად უფროსი  მასწავლებელი აგროვებს 13 კრედიტქულას, საიდანაც 9 კრედიტქულა სავალდებულო აქტივობების წილია, ხოლო 4 კრედიტქულა – დამატებითი საქმიანობების.

უფროსი მასწავლებელი უფროსი მასწავლებლის სტატუსის შესანარჩუნებლად კრედიტქულებს აგროვებს ყოველი ოთხი წლის განმავლობაში. ვინაიდან 2015-2016 სასწავლო წელი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულია მასწავლებლის შეფასების სისტემის პილოტირების წლად,  უფროსი მასწავლებლის სტატუსის შესანარჩუნებლად  მასწავლებელს  აღნიშნულ ვადაზე დამატებით მიეცემა ერთი წელი.

იმ შემთხვევაში, თუ უფროსი მასწავლებელი აღნიშნულ  ვადაში ვერ დააგროვებს სულ მცირე უფროსი მასწავლებლის სტატუსის შესანარჩუნებლად აუცილებელ კრედიტქულებს, უფროსი მასწავლებლის შეფასების შედეგების საფუძველზე, შედგება მასწავლებლის პროფესიული განვითარების  ინდივიდუალური ერთ წლიანი გეგმა. 

თუ უფროსი მასწავლებელი მასწავლებლის ინდივიდუალური პროფესიული განვითარების  გეგმით განსაზღვრულ ვადაში ვერ დააგროვებს სულ მცირე უფროსი მასწავლებლის სტატუსის შესანარჩუნებლად აუცილებელ კრედიტქულებს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შეწყვიტოს მასთან შრომითი ურთიერთობა და გამოაცხადოს ვაკანსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

წამყვანი მასწავლებლი

წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად უფროსი მასწავლებელი აგროვებს 19 კრედიტქულას, რაც მოიცავს უფროსი მასწავლებლის სტატუსის შესანარჩუნებლად საჭირო 13 კრედიტქულას.  ნაზარდი 6 კრედიტქულიდან 4 კრედიტქულა სავალდებულო აქტივობების წილია, ხოლო 2 კრედიტქულა – დამატებითი საქმიანობების. სავალდებულო აქტივობებს ემატება ერთი გაკვეთილის წარმართვა, რომელზეც დაკვირვებას ახორციელებს მასწავლებლის შეფასების ჯგუფი (2 კრედიტქულა) და საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა (2 კრედიტქულა).

უფროსი მასწავლებელი წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად კრედიტქულებს აგროვებს არაუმეტეს ოთხი წლის განმავლობაში. ვინაიდან 2015-2016 სასწავლო წელი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულია მასწავლებლის შეფასების სისტემის პილოტირების წლად,  უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად  მასწავლებელს  აღნიშნულ ვადაზე დამატებით მიეცემა ერთი წელი.

წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შენარჩუნების ან მენტორის სტატუსის მისანიჭებლად წამყვანი  მასწავლებელი ახორციელებს თვითშეფასებას თვითშეფასების კითხვარის გამოყენებით; თვითშეფასების კითხვარის ანალიზის საფუძველზე ადგენს პროფესიული განვითარების ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმას; ატარებს სამოდელო გაკვეთილებს; მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში განათავსებს წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შესანარჩუნებლად ან მენტორის სტატუსის მისანიჭებლად აუცილებელი მის მიერ განხორციელებული სავალდებულო აქტივობებისა და დამატებითი საქმიანობების დამადასტურებელ დოკუმენტებს, რომელსაც ასევე  განათავსებს ელექტრონულ სისტემაში; მასწავლებლის შეფასების ჯგუფი აფასებს წამყვანი მასწავლებლის მიერ განხორციელებულ სავალდებულო აქტივობებსა და დამატებით საქმიანობებს და მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას მასწავლებლისათვის წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შეწყვეტისა და უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების, ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შენარჩუნების, ან მენტორის სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისათვის წარდგენის შესახებ. 

წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შესანარჩუნებლად წამყვანი მასწავლებელი აგროვებს 17 კრედიტქულას, საიდანაც 10 კრედიტქულა სავალდებულო აქტივობების წილია, ხოლო 7 კრედიტქულა – დამატებითი საქმიანობების.

წამყვანი მასწავლებელი წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შესანარჩუნებლად კრედიტქულებს აგროვებს ყოველი ხუთი წლის განმავლობაში. ვინაიდან 2015-2016 სასწავლო წელი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულია მასწავლებლის შეფასების სისტემის პილოტირების წლად,  წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად  მასწავლებელს  აღნიშნულ ვადაზე დამატებით მიეცემა ერთი წელი.

იმ შემთხვევაში თუ წამყვანი მასწავლებელი აღნიშნულ ვადაში ვერ დააგროვებს სულ მცირე წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შესანარჩუნებლად აუცილებელ კრედიტქულებს, მას შეუწყდება წამყვანი მასწავლებლის სტატუსი და მიენიჭება უფროსი  მასწავლებლის სტატუსი.

მენტორი

მენტორის სტატუსის მისანიჭებლად წამყვანი მასწავლებელი აგროვებს 25 კრედიტქულას, რაც მოიცავს წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შესანარჩუნებელ 17 კრედიტქულას. ნაზარდი 8 კრედიტქულიდან 5 კრედიტქულა სავალდებულო აქტივობების წილია, ხოლო 3 კრედიტქულა – დამატებითი საქმიანობების. სავალდებულო აქტივობებს ემატება 5 სამოდელო გაკვეთილის წარმართვა (5 კრედიტქულა). წამყვანი მასწავლებელი მენტორის სტატუსის მისანიჭებლად კრედიტქულებს აგროვებს არაუმეტეს ხუთი წლის განმავლობაში. ვინაიდან 2015-2016 სასწავლო წელი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულია მასწავლებლის შეფასების სისტემის პილოტირების წლად,  წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად  მასწავლებელს  აღნიშნულ ვადაზე დამატებით მიეცემა ერთი წელი.

მენტორის სტატუსის შესანარჩუნებლად მენტორი აგროვებს 30 კრედიტქულას, საიდანაც 15 კრედიტქულა სავალდებულო აქტივობების წილია, ხოლო 15 კრედიტქულა – დამატებითი საქმიანობების. მენტორი ახორციელებს თვითშეფასებას თვითშეფასების კითხვარის გამოყენებით; თვითშეფასების კითხვარის ანალიზის საფუძველზე ადენს პროფესიული განვითარების ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმას;  ახორციელებს პროფესიული განვითარების აქტივობებს; ატარებს სამოდელო გაკვეთილებს; მენტორი მასწავლებლის პროფესიული საქაღალდეში განათავსებს მენტორის სტატუსის შესანარჩუნებლად  აუცილებელი მის მიერ განხორციელებული სავალდებულო აქტივობებისა და დამატებითი საქმიანობების დამადასტურებელ დოკუმენტებს, რომელსაც ასევე  განათავსებს ელექტრონულ სისტემაში; მასწავლებლის შეფასების ჯგუფი აფასებს მენტორის მიერ განხორციელებულ სავალდებულო აქტივობებსა და დამატებით საქმიანობებს და მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას მასწავლებლისათვის მენტორის სტატუსის შეწყვეტისა და წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების, ან მენტორის სტატუსის შენარჩუნების შესახებ წინადადების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისათვის წარდგენის შესახებ. 

მენტორის სტატუსის შესანარჩუნებლად მენტორისათვის სავალდებულო აქტივობების შესაბამისი კრედიტქულები განისაზღვროს შემდეგნაირად: 5 სამოდელო გაკვეთილი 5 კრედიტქულა, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისი სასწავლო რესურსის ან რეცენზირებული პროფესიული ლიტერატურის შექმნა 3კრედიტქულა, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორობა 2 კრედიტქულა, მასწავლებლების საჭიროების შეფასება და მის საფუძველზე მასწავლებლებისათვის პროფესიული განვითარების ღონისძიებების წარმართვა 3 კრედიტქულა,  სტუდენტების ან/და მასწავლებლების კონსულტირება 2 კრედიტქულა.  მთლიანად – 15 კრედიტქულა.

მენტორი მენტორის სტატუსის შესანარჩუნებლად კრედიტქულებს აგროვებს არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ მენტორი აღნიშნულ ვადაში ვერ დააგროვებს სულ მცირე მენტორის სტატუსის შესანარჩუნებლად აუცილებელ კრედიტქულებს, მას შეუწყდება მენტორის სტატუსი და მიენიჭება წამყვანი მასწავლებლის სტატუსი.

მენტორის მიერ მენტორის სტატუსის მინიჭებისათვის გათვალისწინებულ ვადაში მენტორის სტატუსის შესანარჩუნებლად აუცილებელი კრედიტქულების ერთხელ დაგროვების შემთხვევაში, მენტორს მენტორის სტატუსი უნარჩუნდება უვადოდ.

სქემა განსაზღვრავს აგრეთვე მასწავლებლის დამატებითი საქმიანობებს  და მათ შესაბამის კრედიტქულებს:

მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წევრობა (გარდა მენტორისა) მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორისათვის 3 კრედიტქულა, მასწავლებლის შეფასების ჯგუფის სხვა წევრებისათვის   1 კრედიტქულა.  პროფესიული განვითარების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებებში (კონფერენციები, სემინარი) მომხსენებლად მონაწილეობა 1 კრედიტქულა, სტაჟირება პროფესიული განვითარების მიზნით, რომელიც დადასტურდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაბამისი ანგარიშის წარდგენით 1 კრედიტქულა, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისი სასწავლო რესურსის შექმნა (გარდა წამყვანი მასწავლებლისა და მენტორისა) 1 კრედიტქულა, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისი რეცენზირებული პროფესიული ლიტერატურის შექმნა: მეთოდური ლიტერატურის შექმნა (გარდა წამყვანი მასწავლებლისა და მენტორისა)  2 კრედიტქულა, გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნა – 4 კრედიტქულა. სტუდენტების ან/და მასწავლებლების კონსულტირება (მხოლოდ უფროსი მასწავლებლისათვის) 2 კრედიტქულა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენინგ-მოდულის ავტორობა. სხვა დაწესებულების მიერ ორგანიზებული  ტრენინგის აკრედიტებული  ტრენინგ-მოდულის ავტორობა – 2 კრედიტქულა, მასწავლებლის პროფესიული განვითარების მიზნით, მასწავლებლის თვითშეფასების საფუძველზე,  მასწავლებლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული  ტრენინგის ან/და სხვა დაწესებულების მიერ ორგანიზებული აკრედიტებული ტრენინგის  გავლა – 25  საკონტაქტო საათი – 1 კრედიტქულა.

ამავე თემაზე: „გამოცდის ჩაუბარებლობის შემთხვევაში, სკოლა მასწავლებელთან თანამშრომლობას გაწყვეტს“

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

რა ქონებას ფლობს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

მერიასა და განათლების სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ყველა სიახლე

საზოგადოება

2028 წლისთვის მალთაყვის უბნის ნახევარზე მეტი შესაძლოა ზღვამ წაიღოს – რა წერია ფოთის გენერალურ გეგმაში?

23:27; 29.12.2025
საზოგადოება

“გაგიკვირდებათ და მოვიდა ზამთარი. რა ხდება გურიაში?! მეორე დღეა მუნიციპალური ავტობუსი არ ამოსულა”

22:57; 29.12.2025
default
საზოგადოება

მშენებლობა დასრულდა – როდის გაიხსნება სრულად რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალი

22:46; 29.12.2025
საზოგადოება

ზვავსაშიშროება- სად რა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

22:23; 29.12.2025
სამართალი

ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

22:20; 29.12.2025
საზოგადოება

შეიცვლება თუ არა ელექტროენერგიასა და გაზზე ტარიფები _ სემეკის დღევანდელი გადაწყვეტილება

17:58; 29.12.2025
საზოგადოება

საქართველოს რკინიგზის განცხადებას ავრცელებს

17:54; 29.12.2025
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბობენტთა საყურადღებოდ!

17:33; 29.12.2025
მსოფლიო

დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

15:15; 29.12.2025
საზოგადოება

ქართველი გამომგონებელი, რომელმაც შობა შეცვალა – ნახეთ საქართველოს ბანკის ვიდეოები

15:00; 29.12.2025
სამართალი

“მე თვითონ გაკვირვებული ვარ” – ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი

15:00; 29.12.2025
ზაფრანი

მოდა ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

14:45; 29.12.2025
ზაფრანი

საუკეთესო საცოლეების სამეული

14:43; 29.12.2025
ზაფრანი

საქმროების სამეული

14:40; 29.12.2025
ზაფრანი

ჰოლივუდის რომელი ვარსკვლავი შეგეფერებათ

14:39; 29.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025
0

“როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

10:44; 26.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო