"საქართველოს ბანკი" მომხმარებელ ფიზიკურ პირებს, ვისაც შემოსავალი ეროვნულ ვალუტაში, ხოლო სესხი აშშ დოლარში აქვს აღებული, ახალ პირობებს სთავაზობს.
"საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის, ირაკლი გილაურის თქმით, პირებს, რომლებსაც, აქვთ კარგი საკრედიტო ისტორია, შეუძლიათ, მიმართონ ბანკს, რომელიც ავტომატურად გაუგრძელებს სესხის ვადას, რაც მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს, ლარში ყოველთვიურად გადაიხადონ იგივე თანხა, რასაც დევალვაციამდე იხდიდა.