ცოტა ხნის წინ შოტლანდიაში მოხარშეს და გასაყიდად გამოიტანეს მსოფლიოში ყველაზე მაგარი ლუდი – იგი მაგარია არაყზეც და ვისკიზეც, ვინაიდან შეიცავს არა 40, არამედ 41 ალკოჰოლურ გრადუსს.
330 მილილიტრი ტევადობის ბოთლი 40 ფუნტი სტერლინგი ეღირება, პლუს 7 ფუნტი, ადგილზე მიტანისთვის.
სულ გამოშვებულია 40 ფაიფურის ბოთლი, თითოეული – ლუდის მხარშავის ავტოგრაფით. გლაზგოს ბარში ასეთი მხოლოდ ორი ბოთლი მიიღეს, ამიტომ მხოლოდ 25 ჭიქის გაყიდვა შეუძლიათ.
შოტლანდიაში ზემაგარი ლუდის გავრცელებამ შეაშფოთა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ალკოჰოლ ფოქუს სქოთლანდ“. მისმა გენერალურმა დირექტორმა, ჯეკ ლოუმ, განაცხადა:
„გული გაგვიტეხა იმან, რომ ამ საწარმომ გადაწყვიტა, დაშვებულიყო მარკეტინგულ ილეთებამდე, რომელიც დაფუძნებულია ალკოჰოლის სიმაგრეზე. იმ დროს, როდესაც შოტლანდიაში სერიოზული ალკოჰოლური პრობლემებია. უფრო პასუხისმგებელი ლუდის მწარმოებელი თავის ძალისხმევას არ დაიშურებდა, შეექმნა მცირე სიმაგრისა და მაღალი ხარისხის ლუდი თავისი კლიენტებისთვის“.
გლაზგოელი ბარის მეპატრონე პეტრე ვეტცელი არ ეთანხმება ლოუს განცხადებას და ამბობს, რომ ახალი ლუდი მხოლოდ გერმანული პროდუქციის კონკურენტია და ვერავინ შეძლებს ერთ ჭიქაზე მეტის დალევას.