დღეს, ოზურგეთის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე სოფელ ჭანიეთში ცნობილ ბებიაქალს, „დედათმოურავს“, (როგორც სულხან-საბა უწოდებს ამ პროფესიის ადამიანებს), ნუნუ მჟავანაძეს შინ ესტუმრა, ქალთა დღე მიულოცა, გაზაფხულის ყვავილები და და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.
ქალბატონ ნუნუს 47 წლის მანძილზე 500-ზე მეტი მშობიარობა აქვს მიღებული, სიკვდილიანობის გარეშე! მართალია, ამ მომენტში ავად არის, თუმცა საწოლიდან მაინც მხნედ ესაუბრა გამგებელს, დალოცა და ჩვეული
"ასეთი ბიჭი აქამდე უცოლოდ ვინ დაგტია, ნენა, ფეხზე ვიდგე, მაგ საქმესა მივხედავო. ჩქარა სუფრას მიხედეთო" _ რძალსაც გასძახა.
ქალბატონ ნუნუ მჟავანაძეს ერთად შევპირდით, როგორც კი ფეხზე წამოდგომას შეძლებს, ყველა ღონეს ვიხმართ, საქართველომ ნახოს კიდევ ერთი უცნობი „იმედის გმირი“, რომელიც ასობით სიცოცხლის შემოქმედი იყო და არც ერთხელ გასამრჯელო არ აუღია მშობიარესგან თუ მისი ოჯახისგან.