(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ოზურგეთში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, გაიმართა დისკუსია თემაზე: “ტრადიციული მედია და ალტერნატიული მედიის გამოწვევები”. დისკუსიაში, ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, მონაწილეობდნენ გურიის რეგიონის მედიასაშუალებების ჟურნალისტები, სტუდენტები, მოსწავლეები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. დისკუსიის დროს, ძირითადად, ისაუბრეს ალტერნატიული მედიის თავისებურებაზე, მის ნაკლებად ხელმისაწვდომობაზე, რეგიონული მედიის როლზე, რომლის მეშვეობითაც მკითხველი ინფორმაციას იღებს: “მართალია, ხალხს ეკონომიკურად უჭირს, მაგრამ გაზეთს ყიდულობს ან იწერს, რომელსაც მერე კიდევ რამდენიმე მეზობელი კითხულობს. ასე ახერხებს მოსახლეობა უახლესი ინფორმაციის მიღებას,” _ აღნიშნეს დისკუსიის მონაწილეებმა.
Developed By Web Features 2025 © All rights reserved




























































