მაყვალა ალიხანოვი:
_ კი, მიმაჩნია, რომ წარმატებულია. მთავრობასთან რა კითხვები მაქვს და უკეთესობა უნდა იყოს, ხალხის გაჭირვება გულთან უნდა მიიტანონ.
ომარ დარჩიძე:
_ რა გააკეთეს, რომ მოვიდნენ? არის თუ არა წარმატებული? რასაც მთავრობა ავალებს, იმას აკეთებენ. რა უნდა ქნან მეტი?
ელიკო საინიშვილი:
_ წარმატებული კია, მაგრამ ვისთვის, გააჩნია. უსახლკაროს და გაჭირვებულს უნდა დაეხმარონ.
რომან პაიჭაძე:
_ მუნიციპალიტეტში არასდროს არ მიმუშავია და რა გითხრათ, შეკითხვების მეტი რა არის, მაგრამ რა ვიცი, ვერ გიპასუხებთ.
ლერი ბაჯელიძე:
_ ვერ გეტყვით, ალბათ, არიან. კითხვები რაც უნდა მქონდეს, გამოვა რამე?
ვლადიმერ შუბლაძე:
_ ვმუშაობ მძღოლად. რა ვიცი, წარმატებული თუა, კითხვა არ მაქვს, რა კითხვა უნდა მქონდეს, წარმატებულია, ალბათ.