საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში მთავარი ინსტიტუტების ჩამოშლა ხდება და ქვეყანა გამქრალია მსოფლიოდან.
"ამბობდნენ რომ პრემიერის ვიზიტი უკრაინაში იანვარ-თებერვალში განხორციელდება, ახლა რომელ თვეში ვართ? – მარტში. სადაა ვიზიტი უკრაინაში?
რომ ამბობდნენ მერკერი ჩამოვა მარტში-აპრილში, სადაა აბა მერკერი?
რაღაცას იტყვიან და მეორე წუთში ავიწყდებათ. მიფანტ-მოფანტეს საერთაშორისო რეპუტაცია. ბოლოს ასოცირების ხელშეკრულებამდე მიგორდნენ ინერციით, რომელიც ჩვენ დავუტოვეთ, მაგრამ ამის შემდეგ ერთი აგური არ დადებულა, რომ საერთშორისო სივრცეში მოპოვებული რეპუტაცია განმტკიცებულიყო.
ჩვენ ახლა არა მხოლოდ დროს ვკარგავთ, არამედ საქართველოში ხდება მთავარი ინსტიტუტების ჩამოშლა, ამის უკან მობრუნება მოგვიანებით შეუძლებელი გახდება.
ამიტომ, ყველამ გვერდით უნდა გადავდოთ პირადი პარტიული ინტერესები და ერთად უნდა შემოვაბრუნოთ ეს სიტუაცია. ქართველმა ხალხმა ყველა გადამწყვეტ მომენტში თქვა თავისი სიტყვა და მე მჯერა, რომ ახლაც სწორედ ეს მომენტია", _ აღნიშნა სააკაშვილმა.