https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„ცელქი ბავშვი ვყოფილვარ“

18:03; 21.03.2015
ზაფრანი
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღეს 21 მარტია და სრულიად საქართველო „ეროვნული ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებული მიტინგის მოლოდინშია. რა არ ითქვა ამ ღონისძიების წინ. მავანი და მავანის მტკიცებით, დღეს „ქართული ოცნების“ დასამარების დასაწყისი დაიწყება და თავისუფლების მოედანზე „თბილისური მაიდანის“ მომსწრენი გავხდებით, საუბარია უკრაინიდან ჩამოყვანილ სნაიპერებზეც. იმასაც ამბობენ რომ 21-ში მიხეილ სააკაშვილი აჭარაში აღმოჩნდება და ამჟამინდელი ხელისუფლების გადასაყენებლად თბილისისაკენ დაიძრება.

ვარაუდები და ჭორები იქით იყოს, მე კი ბატონ სააკაშვილზე ჩავფიქრდი. ცხრა წლის განმავლობაში ეს ადამიანი საქართველოს ერთპიროვნულად მართავდა და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ცუდი თუ კარგი, მაინც გარკვეული ფურცელი ჩაწერა. დღეს შაბათია და მორიგი პოლიტიკური მოგონებები უნდა წარმოგიდგინოთ. ჩვენი დღევანდელი სტუმარი ბატონი მიხეილ სააკაშვილი იქნება.    

რამდენიმე დღის წინ ძველ გაზეთებს ჩავუჯექი. მაინტერესებდა სააკაშვილის ადრინდელ ინტერვიუებს გავცნობოდი. ბედმა გამიღიმა და დაახლოებით თხუთმეტი-ოცი  წლის წინანდელ მის ერთ „მონოლოგს“ მივაგენი. მომავალი პრეზიდენტო აშშ-იდან საქართველოში ახალი ჩამოსული გახლდათ და საკუთარი ცხოვრების შესახებ ყვებოდა.

მაშინ მიხეილი ახალგაზრდა პერსპექტიულ პოლიტიკოსად ითვლებოდა. ალბათ მკითხველს დააინტერესებს, სააკაშვილის მიერ საკუთარი თავის დახასიათება და  მისი იმდროინდელი ცხოვრებისეული ხედვა. სააკაშვილის „სიტყვას“ ყოველგვარი კომენტარის გარეშე გთავაზობთ.

დავიბადე 1967 წლის 21 დეკემბრის ღამეს. გავიზარდე საბურთალოზე. დავამთავრე თბილისის 51-ე საშუალო სკოლა ოქროს მედალზე.

მშობლების გადმოცემით ცელქი ბავშვი ვყოფილვარ. მაშინ გაცილებით ბევრს ვკითხულობდი და ამდენად, თავი წყნარად მახსოვს. სასმელს ბავშვობაში „გავეყარე“ – უკანასკნელად 13 წლის ასაკში დავთვერი. მოგვიანებით კი სიგარეტი უარვყავი – მე-10 კლასის შემდეგ აღარ ვეწევი.

მე-10 კლასში ვიყავი, ფილმში „გამოგონილი სამყარო“ რომ ვითამაშე. პარლამენტის დეპუტატის როლს ვასრულებდი.

16 წლის ასაკში საქართველოდან წავედი. ჩავაბარე კიევის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში, სამართლის ფაკულტეტზე. მაშინ კიევში აქტიური დრო იყო და სახალხო ფრონტის – „რუხის“ ეროვნებათა საბჭოს წევრი ვიყავი. დავაარსე ქართული სათვისტომო, კულტურის საზოგადოება, სადაც რამდენიმე ათასი ქართველი გაერთიანდა.

სწავლა საფრანგეთში გავაგრძელე, სტრასბურგის უნივერსიტეტთან არსებულ ადამიანის უფლებების საერთაშორისო ინსტიტუტში. შემდეგ უფრო შორს წავედი და ჩავაბარე კოლუმბიის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, სადაც მაგისტრის ხარისხი დავიცავი.

გარკვეული პერიოდი ნორვეგიის ადამიანის უფლებების ინსტიტუტში ვმუშაობდი. მალე ნიუ-იორკში წავედი, სადაც იურიდიულ ფირმა „ნიუ-იორკში“ ვმუშაობდი. ამავე დროს ვმუშაობდი „ამერიკის ხმაში“. ვფლობ ინგლისურს, ფრანგულს, ესპანურს, უკრაინულს – რითაც ყველაზე მეტად ვამაყობ.
ენების ცოდნას გელა ჩარკვიანსა და მარადი ჭავჭავაძეს ვუმადლი. გელა ჩარკვიანთან ერთად თბილისში პირველი დასავლური ტიპის არალეგალური გაზეთი გამოვუშვი.

რამდენადაც ჰოროსკოპით მშვილდოსანი ვარ, მიყვარს მოგზაურობა. ალბანეთისა და საბერძნეთის გარდა, ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში ვარ ნამყოფი. ცხოვრების ტემპის თვალსაზრისით ჰოლანდია, ნორვეგია იდეალია ჩემთვის. ეროვნულ ხასიათს იტალია შეესაბამება.

მყავს ჰოლანდიელი მეუღლე სანდრა რულოვსი. ერთმანეთი საფრანგეთში გავიცანით – სტრასბურგის უნივერსიტეტში სწავლისას. სანდრას გაცნობა საქართველოში ყოფნამაც განაპირობა. იგი ამ ქვეყნისთვის ჭკუას კარგავს. ოჯახში ძირითადად ინგლისურად ან ფრანგულად ვსაუბრობთ. სტრასბურგის, ევროპაში ყველაზე მაღალი, კათედრალური ტაძრის გუმბათზე სანდრას სიყვარულში გამოვუტყდი. მას შემდეგ ერთად ვართ.

მამაკაცებო: საქართველოში ბევრი ლამაზი გოგო დადის. არჩევანი დიდია. რაც მთავარია, არ გაითვალისწინოთ სხვა გარემოება პირადი გრძნობისა და რწმენის გარდა.

სანდრა პროფესიით ეკონომისტია. ჩემი გულისთვის პრაქტიკას თავი მიანება. ამერიკაში ნულიდან დავიწყეთ ცხოვრება. ნიუ-იორკში ჩემს სტიპენდიაზე, სარდაფში ვცხოვრობდით. სანდრა შესანიშნავი მეოჯახე და შრომისმოყვარეა. ძალიან ბევრი მსგავსებაა ჩვენსა და ჰოლანდიელებს შორის. საქართველო ეროვნული ხასიათის გამო შეიძლება მომავალში „ჰოლანდია“ გახდეს.

ოჯახში ყველაზე ადრე, 12 საათზე მივდივარ. ბუნებრივია, ეს ძალზე სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს. მყავს 8 თვის ვაჟი, სიმამრის პატივსაცემად ედუარდი დავარქვი. ბავშვი ყველა მამისთვის იმედია. ჩემი მიზანია ედუარდი ქართულად აღვზარდო, ვინაიდან ჰოლანდიელები 9 მილიონ ხუთასი ათასი არიან, ხოლო ქართველები – 4 მილიონი. ამას წინათ ამერიკაში მივდიოდი და ევროპაში შევჩერდი. ბავშვის ნახვა მხოლოდ მატარებლის ფანჯრიდან მოვახერხე, რადგან აეროპორტში მაგვიანდებოდა. როგორც მეუბნებიან, ბავშვს წინ ჩემი სურათი უკიდია. ეს ნამდვილად მამშვიდებს.

უცხოეთში ყოფნამ ბევრი რამ მომცა. ვისწავლე შრომის ფასი, რასაც ქართველები მხოლოდ ახლა ვსწავლობთ. ალბათ უნდა გაგიჭირდეს, რომ ამას მიხვდე. მეორე – ეს არის დემოკრატიზმი. ნებისმიერი ადამიანი შენი თანასწორია. ურთიერთობისას განსაკუთრებული სიფრთხილე და მოთმინებაა საჭირო. ჩვენ მაინც იერარქიულ საზოგადოებაში ვართ. საქართველოში უაზროდ ჩამოსვლას, სადაც ვერაფრის გაკეთებას ახერხებ, სჯობს ნოსტალგია გაწუხებდეს.

ბატონი ზურაბ ჟვანია ჩემთან მიუ-იორკში სპეციალურად ჩამოვიდა. ცდილობდა დავერწმუნებინე, რომ საქართველოში ჩამოვსულიყავი და არსებულ სიტუაციაში თავად დავრწმუნებულიყავი. ეს ადვილი გადასაწყვეტი არ იყო. ბოლო წლებში, ამერიკაში, ყველაზე ელიტარული პროფესია და წარმატებები მქონდა, რაზეც ბევრი ამერიკელი ოცნებობს. საკმაოდ ნორმალური ანაზღაურების ფონზე, 200 ლარი არაფერია.

საქართველოში ჩამოსვლას არ ვნანობ, ვგრძნობ რომ ყოველდღე ისტორია იწერება. როგორც კი ეს გრძნობა გაქრება, სჯობს, კუდამოძუებული გაიქცე. თუ პოლიტიკა თვითრეკლამისთვის გინდა, მაშინ საქართველოში არ უნდა ცხოვრობდე, ვინაიდან გაცილებით მეტ სიბინძურეს გასხამენ თავზე, ვიდრე ქებას.

ბოლო ხანებში დრო საერთოდ არა მაქვს. როცა ყველაფერი მოწესრიგდება, საღამოს კაფეში თუ ვერ მოვახერხე წასვლა, ღამის დისკოთეკას მაინც ვეწვევი. ხანდახან „ჰეინეკენის“ და „ყაზბეგის“ სტუმარი ვარ. სხვათა შორის ძალიან გრძელ სხდომებს და სუფრებს ვერ ვიტან. მადლობა ღმერთს, იმდენი სამუშაო მაქვს სუფრებზე სასიარულოდ ვერ ვიცლი. ვსვამ ღვინოს და ლიქიორს. მართალია ქართული სუფრა ევროპულისაგან განსხვავებით თბილია, მაგრამ არის გადაჭარბების ელემენტებიც.

სუფრის დონეზეც კი თავს ვიკავებ ცეკვისაგან. ნიუ-იორკში სამუშაოს 8 საათზე ვამთავრებდი. ძალიან მიყვარდა „მეტროპოლიტენში“ სიარული. ბედნიერება მქონდა ყოველ კვირა პავაროტის, დომინგოს, „პინკ ფლოიდების“, სტინგის კონცერტებს დავსწრებოდი. რასაც ვერ ვიტყვი ვაშინგტონზე. თეთრ სახლთან ახლოს ვცხოვრობდი, იქვე იყო უნივერსიტეტი და თეთრ სახლს დღეში 30-ჯერ მაინც ველოსიპედით ვუვლიდი.

გარკვეული პერიოდი კოსტუმი არ გამიხდია. პროტესტის ნიშნად შაბათ დღეს ჰალსტუხს არ ვიკეთებ. პროტესტი? – ოფიციოზის გამო. სხვათა შორის პარლამენტის თავმჯდომარემ მხარი დამიჭირა და შაბათ-კვირას მანაც უარი განაცხადა ჰალსტუხის ტარებაზე.

ქალებთან ძალიან სათუთი დამოკიდებულება მაქვს. ჩვენს საზოგადოებაში ქალების საქმიანი თვისებები, გარდა პიროვნულისა შეფასებული არ არის. ქართველი ქალი შეიცვალა. 1984 წელს წავედი და ჩვენს ქალებზე ეპიზოდური შთაბეჭდილება გამყვა. ახლა ვხედავ, რომ ფსიქოლოგიის, მენტალიტეტის, მანერების რეალური ცვლილება მოხდა. ე.ი. ეროვნული ხასიათი ცვლილებებისკენ მიდის, წინააღმდეგ შემთხვევაში თურქეთის მსგავსი ქვეყანა ვიქნებით. მყარი ოჯახები იმ ქვეყანაში წარმოიქმნება, სადაც ურთიერთობები საკმაოდ ლიბერალურია. სულ არ არის აუცილებელი 18 წლის ქალ-ვაჟის ურთიერთობა ცოლ-ქმრობაში გადაიზარდოს. ნებაყოფლობითი კავშირები ოჯახის ინსტიტუტის სიმყარისთვის სერიოზული გარანტიაა.

როგორც წესი, ყველა ქართველი პირველად ბაღშია შეყვარებული. მე სიყვარული პირველ კლასში მეწვია. ეროვნული ხასიათიდან გამომდინარე – რომანტიკოსი ვარ. კიდევ ერთხელ ვიტყვი – ქართველი გოგონები საოცრად ლამაზები არიან. შეიძლება ადრეც იყვნენ, მაგრამ სახლიდან არ გამოდიოდნენ. არა უშავს ესპანელ, ნორვეგიელ, შვეიცარიელ ქალებს. მინდა დავაფიქსირო, რომ ამ მხრივ ამერიკელები არ მომწონს.

მეგობრები მთელ მსოფლიოში მყავს. ამჟამად დროის უქონლობის გამო, ურთიერთობა არავისთან არ მაქვს.

ოჯახში მომთხოვნი, მაგრამ დამთმობიც ვარ. ამჟამად ყველანაირი ოჯახური პრობლემა მოხსნილი მაქვს. ძირითადად მიღებებზე და ოფიციალურ სადილებზე ვიკვებები, თუმცა გურმანი ვარ.

თავს ელემენტარული კოსმეტიკის დონეზე ვუვლი. სხვათა შორის ვარჯიში დავიწყე და მალე მანუჩარ მაჩაიძეს ვეთამაშები.

ბავშვობაში კალათბურთს ვთამაშობდი. რამდენიმე წელია, რაც ფეხბურთს რეგულარულად დავუბრუნდი. ეზოში პატარა ბიჭებს ვეთამაშები.

უმწეობის გრძნობა ერთად-ერთხელ 1993 წელს, ნიუ-იორკში დამეუფლა, როცა სოხუმის დაცემა გავიგე. რამდენიმე კვირა ლოგინად ჩავვარდი. მაშინ მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ჰოსპიტალში მიკვლევდნენ და ექიმებმა დიაგნოზი ვერ დამიდგინეს.

ყველაზე მეტად შურიან და ბოღმიან ადამიანებს ვერ ვიტან. ხშირად ადამიანებს ცხოველებს ვადარებ. მიყვარს კოალა, სიმპათიური, ბუნჩულა და საყვარელი ცხოველია.

ვაჟკაცი კომპრომისებზე ადვილად არ უნდა წავიდეს. ემოციური ვარ. როცა უსამართლობას, დამცირებას, კორუფციას ვხედავ, დაუნდობელი ვხდები, მაგრამ წყენას გულში არ ვიტოვებ.

ყველაზე მეტად მაშინ ვხუმრობ, როცა მიჭირს, რაც თავისთავად თავდაცვის რეაქციაა. სამწუხაროდ ყველა ანეკდოტი, რომელიც ვიცი, ძველია, თორემ მოგიყვებოდით.

სსრკ-ის დროს სასაზღვრო ჯარებში ვმსახურობდი. პოსტზე ვიდექი და ნაცნობს გულთბილად მივესალმე, რის გამოც თავი ნაობახტში ამოვყავი, ლამის სამხედრო ტრიბუნალს გადამცეს.

კიევში, სტუდენტობისას კაგებემ დამაპატიმრა ბრალდებით – ანტისაბჭოური სიმღერების მოსმენა. თუ არა გავლენიანი პირის ჩარევა, შეიძლება „ანტისაბჭოური სიმღერები“ ციმბირში მომესმინა.

ჩემი ამოცანაა ახალი საზოგადოებრივი ფორმირების შექმნაში მონაწილეობა. ისე, რომ 15 წელიწადში საქართველოს ცხოვრება სახარბიელო გახდეს. ყველაზე დიდი ხელოვნება პოლიტიკურ მართვაში, უარის თქმა და მოსმენის უნარია. კორუმპირებული ადამიანების მიმართ შეცოდების გრძნობა არ მაქვს. მთავარია, პოლიტიკურად და მორალურად განადგურდნენ, დანარჩენს სასამართლო გადაწყვეტს.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ზაფრანი

წარმატების ჰოროსკოპი

19:27; 5 თებერვალი, 2026
ზაფრანი

„უფულობის სენი“

19:19; 5 თებერვალი, 2026
ზაფრანი

ვინ იტყუება „ჭკვიანურად“

19:12; 5 თებერვალი, 2026
ზაფრანი

ქალის ტიპები და ასტროლოგია

10:20; 5 თებერვალი, 2026
ზაფრანი

ვის შეიძლება ვანდოთ საიდუმლო

10:18; 5 თებერვალი, 2026

ლიტერატურული ღიმილი

რუსთაველის გამზირი წითლად არის შეღებილი (ფოტო)

ყველა სიახლე

საზოგადოება

ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა

22:08; 6.02.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

21:43; 6.02.2026
სამართალი

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

21:28; 6.02.2026
საზოგადოება

მოსალოდნელია ქარბუქი, თოვლი, ზვავსაშიშროება – სინოპტიკოსები მოსახლოებას აფრთხილებენ

21:20; 6.02.2026
საზოგადოება

ირაკლი რუხაძე „ტელე-იმედს” ტოვებს

21:16; 6.02.2026
საზოგადოება

„ლიდერობა და შედეგიანობა სწრაფი ცვლილებების ხანაში“ — ბათუმში Solo Business Talks გაიმართა

21:16; 6.02.2026
საზოგადოება

“ღმერთო, რა შემზარავი ამბავია”

21:13; 6.02.2026
საზოგადოება

ვის მიეცემა 5 წლის ასაკში სკოლაში შესვლის ნებართვა

16:24; 6.02.2026
საზოგადოება

კვერცხის ფასი მცირდება – მწარმოებელთა განცხადება პრემიერის ინიციატივის შემდეგ

14:54; 6.02.2026
პოლიტიკა

კახა კალაძე – კატასტროფა ხდება! ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ევროპული ბიუროკრატია, რებრენდინგი სჭირდება!

14:45; 6.02.2026
პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი – ყველაზე შეიძლება გირაოს გამოყენება, ხაბეიშვილის გარდა, მაგრამ გზის ფულიც არ მაქვს, რომ გამიშვან

14:27; 6.02.2026
ფინანსები

“პრემიერის ინიციატივის გათვალისწინებით, კვერცხის ფასს 5%-ით ვამცირებთ” – მწარმოებელთა განცხადება

12:51; 6.02.2026
სამართალი

სასაზღვრო პოლიციამ ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა

11:05; 6.02.2026
სამართალი

შსს – “პოლიციაში თავად გამოცხადდა და დანაშაული აღიარა”

10:58; 6.02.2026
სამართალი

“მაღაზიის საწყობში გაიყვანა და 17 ჭრილობა მიაყენა…” _ სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები

10:17; 6.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო