120.00 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი სოხუმში; 2 000.00 კვ.მ ფართობისა და 800.00 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთები გალში – ასე გამოიყურება აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ყოლბაია მიერ 2014 წლის 13 მაისს შევსებულ დეკლარაციაში უძრავი ქონების გრაფა.
რაც შეეხება მის საბანკო ანგარიშებს, ყოლბაიას ბაზის ბანკის სახელფასო ანგარიშზე 1 800.00 ლარი ერიცხება, ამავე ბანკის საკრედიტი ანგარიშზე კი 3 500.00 დოლარი ირიცხება.
ვახტანგ ყოლბაიას საკრედიტო ანგარიში გახსნილი აქვს რესპუბლიკა ბანკშიც, სადაც 5 500.00 ლარი ირიცხება.
მას აქვს "ტაო პრივატ" ბანკის 5 000.00 ლარიანი საკრედიტო ბარათიც.
რაც შეეხება მის შემოსავალს სამუშაოს შესრულებით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრობისთვის მან 7 910.00 ლარი მიიღო. ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებისთვის 34 423.96 ლარი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი, დიმიტრი ჯაიანის 2014 წლის 11 დეკემბერს შევსებული დეკლარაცია ასე გამოიყურება:
მის მფლობელობაშია მსუბუქი ავტომანქანა hundai tucson,2006,sax.nomeri sak771, რაც შეეხება საცხოვრებელ სახლს, 100. 00 კვ.მ ფართობის ბინას თბილისში, ის ჯაიანის მეუღლის, გულნარა ჯაიანის მფლობელობაშია.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის სახელფასო ანგარიშზე "ტაოპრივატ ბანკში" 50.00 GEL ლარი ირიცხება.
მის სახელზეა სამომხმარებლო სესხი "ტაო პრივატ ბანკში", რომელიც 5 000.00 ლარს შეადგენს.
აღნიშნულ პოზიციაზე სამუშაოს შესრულებით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული აქვს 8 346.00 ლარი.
სარემონტო სამუშაოსთან დაკავშირებული ხარჯი, გასავალი კი 2 400.00 ლარს შეადგენს.
აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ მურმან ფარფალიას "პრივატბანკის" სახელფასო ანგარიშზე 20.00 ლარი ერიცხება.
"თიბისი ბანკის" საკრედიტო ბარათზე 1 455.00 ლარი, "პრივატბანკის" საკრედიტო ბარათზე 1 600.00 ლარი, "თიბისი ბანკის" ანგრიშზე – ჩემი სეიფი, 65.00 დოლარი.
მას აქვს "თიბისი ბანკში" 30 000.00 დოლარის ოდენობის იპოთეკური სესხიც, სადაც გასავლის გრაფაში 6 650.00 დოლარია მითითებული.
რაც შეეხება უძრავ ქონებას, ფარფალია მას არ ფლობს. თუმცა 100.00 კვ.მ ფართობის ბინას თბილისში და აქვე მდებარე 20.00 კვ.მ ფართობის ავტოფარეხს ფლობს მისი მეუღლე მარინე საბულუა.
აფხაზეთის ა/რ მინისტრის აპარატის ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში მინისტრ დავით გვაძაბიას, დეკლარაცია მიმდინარე წლის 26 იანვარს აქვს შევსებული.
მის მფლობელობაშია სუზუკის ტიპის მსუბუქი ავტომანქანა. სხვა სახის უძრავ ქონებას მინისტრის ოჯახი არ ფლობს.
რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, ბალანსი 0-ა.
"საქართველოს ბანკში" მას 22 500.00 დოლარის ოდენობის იპოთეკური სესხი აქვს, სადაც გასავლის გრაფაში მითითებულია 5 760.00 დოლარი.
კრედიტები აქვს შემდეგ ბანკებში: 6 000.00 ლარი "ტაო პრივატბანკი", გასავალი 750.00 ლარი; "VTB ბანკი" 4 500.00 ლარი, გასავალი 1 720.00 ლარი; 5 000.00 ლარი "თიბისის ბანკში", გასავალი 1 800.00 ლარი, "საქართველოს ბანკი" 15 000 დოლარი, გასავალი 500.00 ლარი.
გვაძაბიას მეუღლე ნინო უბერს, "საქართველოს ბანკის" საკრედიტო ანგარიშზე 2 300.00 ლარი ერიცხება.
აფხაზეთის ა/რ მინისტრის აპარატი ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში სამუშაოს შესრულებით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული შემოსავალი 2 650.00 ლარს შეადგენს.
ხოლო მის მეუღლეს სამუშაოს შესრულებით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ნოტარიუსის პოზიციაზე მუშაობისთვის მიღებული აქვს 45 550.00 ლარი, ხოლო სოხუმის უნივერსიტეტში გაწეული პედაგოგიური საქმიანობისთვის 300.00 ლარი.
ნინო უბერს "საქართველოს ბანკში" 22 500.00 დოლარის ოდენობის იპოთეკური სესხი აქვს აღებული, გასავალი 5 760.00 ლარი.