საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს უსაფრთხოება უშუალოდაა დაკავშირებული ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან.
"2014 წელს ჰიბიდულმა ომებმა, ტერორიზმმა, მკაფიოდ დაგვანახა, თუ რაოდენ მასშტაბური საფრთხეები ემუქრება მსოფლიო წესრიგს. მოვალენი ვართ, ზედმიწევნით სწრაფად შევაფასოთ ეს ვითარება.
მიმდინარე წელს კიდევ უფრო უნდა გავაღრმავოთ ურთიერთობები, როგორც საკუთრივ ევროკავშირთან და ნატო-სთან, ასევე ევროატლანტიკური სივრცის თითოეულ სახელმწიფოსთან. ამავდროულად ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურიად წარმოვაჩინოთ საქართველოს გეოპოლიტიკური როლი და ის უპირატესობები, რაც საინტერესოს ხდის საქართველოს სხვა ქვეყნებისათვის. საქართველოს განვითარებით დაინტერესებულ ქვეყანათა ზრდა თავისთავად ჩვენი უსაფრთხოების გარანტიაა. ამდენად, საქართველო მუდმივად უნდა იყოს გეოპოლიტიკის დღის წესრიგში და აქ ერთიანი ძალისხმევაა საჭირო. დაუშვებელია ვიწროპარტიულმა ინტერესებდა ეს დღის წესრიგი კითხვის ნიშნის ქვეყშ დააყენოს", _ განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას. .