https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    რამდენი ადამიანია საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

  • 21-ს ქვევით

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

  • მსოფლიო

    ტრამპმა ირანზე დღეს ძლიერი დარტყმა დააანონსა

    მედია – დუბაის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა

    ირანის პრეზიდენტი განხორციელებული დარტყმების გამო სპარსეთის ყურის სახელმწიფოებს ბოდიშს უხდის

    მედიის ცნობით, ირანმა დუბაის საერთაშორისო აეროპორტი დაბომბა – არიან დაშავებულები

    “დაიღუპა 3 და დაშავდა 10 ადამიანი” _ რუსეთმა ხარკოვში საცხოვრებელ მაღალსართულიან შენობას დაარტყა

    ირანის პრეზიდენტი: ზოგიერთმა ქვეყანამ დაიწყო შუამავლობის მცდელობები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ბესიკ ხარძიანის მკვლელობის ეფექტურად გამოძიებას არასამთავრობოები ხელისუფლებას სთხოვენ

18:03; 31.03.2015
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

არასამთავრობო ორგანიზაციები ბესიკ ხარძიანის მკვლელობას  ეხმაურებიან და ხელისუფლებას მოუწოდებენ, ეფექტურად წარმართოს დარღვეული უფლებების აღდგენის პროცესი. 

ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც "გურია  ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ: 

"გამოვხატავთ შეშფოთებას ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობასთან დაკავშირებით, ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს; მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უსწრაფესად, სრულად და მიუკერძოებლად გამოიძიოს აღნიშნული მკვლელობის საქმე, გამოავლინოს დამნაშავეები და უზრუნველყოს მათი კანონის სრული სიმკაცრით დასჯა.

ბესიკ ხარძიანის მკვლელობა იმთავითვე მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, როგორც სამართლიანობის აღდგენის პროცესის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერის მიმართ შესაძლო ანგარიშსწორება, რომელიც ასევე მიზნად ისახავს პროცესის სხვა მხარდამჭერების დაშინებას. ეს ტრაგიკული შემთხვევა, შესაძლოა, განხილულ იქნეს, როგორც იური ვაზაგაშვილის ვანდალური მკვლელობის გაგრძელება, რომელიც მიმართულია სამართლიანობის დამკვიდრებისთვის მებრძოლი აქტიური მოქალაქეების წინააღმდეგ. მეორე მხრივ, საზოგადოებაში გააქტიურდა საუბრები იმის შესახებ, რომ თუ ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენის პროცესის სწორად წარმართვას, ეს პროცესი შესაძლოა კონკრეტულმა მოქალაქეებმა აიღონ საკუთარ თავზე.

2004-2012 წლებში ჩადენილი უფლებადარღვევის ფაქტების შესწავლისა და მათზე რეაგირების აუცილებლობაზე ჯერ კიდევ 2012 წლამდე ყურადღებას ამახვილებდნენ არა მხოლოდ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები და საქართველოს პარტნიორი ქვეყნები. არჩევნების შემდეგ მოქალაქეთა დარღვეული უფლებების აღდგენის აუცილებლობა არაერთი საერთაშორისო ექსპერტისა თუ ანგარიშის ყურადღების ცენტრში მოექცა.

გაერო-ს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების კომიტეტმა, 2014 წლის ანგარიშში აღნიშნა: “ მონაწილე სახელმწიფომ უნდა გამოიძიოს წარსული დარღვევები… მან ყველა ღონე უნდა იხმაროს მსხვერპლთა ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფისთვის, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-2 მუხლის მე-3 პარაგრაფის შესაბამისად

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ტომას ჰამერბერგის 2014 წლის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, „სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს ერთმნიშვნელოვანი და ცხადი გეგმა თუ როგორ აპირებს მოახდინოს რეაგირება წარსულში ჩადენილ დანაშაულებზე. ცხადი პოლიტიკის არარსებობამ შესაძლოა ხელი შეუწყოს საზოგადოებაში დაძაბულობის გაღრმავებას, რაც ასევე იწვევს მსხვერპლთა უფლებების განგრძობით დარღვევას. სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს კომპენსაციის დეტალური სტრატეგია იმ შემთხვევაშიც კი თუ, არსებობს შესაძლებლობა, რომ სახელმწიფო აღმოჩნდება მსხვერპლთათვის კომპენსაციის გადახდის ფინანსური სირთულეების წინაშე.“

აღნიშნულზე საუბრობს ასევე ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეფასების2014 წლის ანგარიშიც, სადაც ნათქვამია, რომ „ხელისუფლებამ უნდა დანერგოს დავების განხილვის დამოუკიდებელი და ეფექტიანი მექანიზმი და გამოიძიოს საკუთრების უფლების დარღვევასთან, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობასთან, ასევე საპროცესო გარიგებების სისტემის არასათანადო გამოყენებასთან დაკავშირებული საჩივრები;''

დარღვეული უფლებების აღდგენის აუცილებლობაზე საუბრობს გაეროს სპეციალური მომხსენებლის უახლესი შეფასებაც, სადაც ნათქვამია, რომ „უახლოეს წარსულში წამებისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისთვის   სისხლისსამართლებრივი დევნის და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა, თუმცა, დიდი მემკვიდრეობა კვლავ რჩება და ასობით მსხვერპლი კვლავ მოითხოვს უფლების დაცვის ეფექტური ღონისძიებების გატარებას.“

  მიუხედავად აღნიშნულისა, დარღვეული უფლებების აღდგენის პროცესი უკიდურესად ნელა და არაეფექტურად მიმდინარეობს. სახელმწიფოს ხედვა და გეგმები ამ მიმართულებით რამდენჯერმე შეიცვალა და დღემდე უცნობია პოზიციები მთელ რიგ კრიტიკულ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა გადაწყვეტაც არსებითია დარღვეული უფლებების აღდგენის უზრუნველსაყოფად.  პასუხგაუცემელ საკითხებს შორისაა ისიც, რამდენად თავისუფალია სამართალდამცავი ორგანოები იმ კადრებისაგან, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად ჩართული იყვნენ აღნიშნული უფლებადარღვევის ფაქტებში, და იმ შემთხვევეაში თუ კვლავ თანამდებობებზე რჩებიან, რამდენად დაცულია დღეს ამ საქმეებზე სიმართლის დადგენა მათი მხრიდან არასათანადო ზეგავლენებისაგან. 

კითხვები რჩება პროკურატურის ახლადშექმნილი დეპარტამენტის მანდატთან და ეფექტურობასთან დაკავშირებითაც. ამასთან, დეპარტამენტის მნიშვნელოვან ხარვეზს წარმოადგენს ის გარემოება, რომ მის კომპეტენციაში არ შედის მთელი რიგი უფლებადარღვევის ფაქტების გამოძიება, რასაც 2004-2012 წლებში ჰქონდა ადგილი. მაგალითად, უკანონო და დაუსაბუთებელი თავისუფლების აღკვეთის საქმეები.

გაჭიანურებული მართლმსაჯულება იწვევს საზოგადოების დაბნეულობას, ნერგავს შიშს და ასუსტებს ნდობას სახელმწიფო ინსტიტუტებისა და, ზოგადად, მართლმსაჯულების სისტემის მიმართ. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და იმ რისკების გაცნობიერებით, რაც შეიძლება თან ახლდეს, ერთი მხრივ, საზოგადოებაში დაუცველობის განცდის გაჩენას, ხოლო მეორე მხრივ – სამართლიანობის აღდგენის პროცესის საკუთარ თავზე აღებას, მოვუწოდებთ 

საქართველოს მთავრობას:

– დაუყოვნებლივ შეიმუშაოს დარღვეული უფლებების აღდგენის კონკრეტული და ეფექტიანი სტრატეგიის დოკუმენტი, მათ შორის სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართულობისა და საჯარო დისკუსიების გამართვის გზით; 

საქართველოს პარლამენტს და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უწყებებს:

– კრიტიკულად გააანალიზონ მოქმედი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩო და შეაფასონ შესაძლო ცვლილებების საჭიროება დარღვეული უფლებების აღდგენის უზრუნველსაყოფად;

– გადადგან ნაბიჯები შესაბამისი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს ჩამოსაყალიბებლად, იმისათვის, რომ შეიქმნას დარღვეული უფლებების აღდგენის რეალური შესაძლებლობა;

საქართველოს პროკურატურას:

– უფლებადარღვევის აღნიშნული საქმეების გამოძიება უზრუნველყოს სწრაფად, ეფექტურად და გამჭვირვალედ; 

– მიიღოს ყველა ზომა, რათა აღნიშნული უფლებადარღვევის ფაქტების გამოძიებისას თავიდან იყოს აცილებული სამართალდამცავ ორგანოებში ინტერესთა კონფლიქტის პრობლემა; 

საქართველოს პარლამენტს:

– განახორციელოს ეფექტური საპარლამენტო კონტროლი აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე ზემოაღნიშნული მიმართულებით; 

– წამყვანი როლი შეასრულოს უფლებების აღდგენის პროცესის ეფექტურად წარმართვაში", _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, ადამიანის უფლებათა ცენტრი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ბიზნესის და ეკონომიკის ცენტრი აწერენ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სამართალი

“ავტომანქანაში იარაღიდან გასროლით მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით ავტომანქანა მდინარისკენ დააგორა”

16:50; 7 მარტი, 2026
სამართალი

ქალი მეზობლის აივანზე გარდაცვლილი იპოვეს

11:39; 7 მარტი, 2026
სამართალი

გურიის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო _ შსს ვიდეოჩანაწერს ავრცელებს

10:48; 7 მარტი, 2026
სამართალი

ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობა _ შსს განცხადებას ავრცელებს

10:10; 7 მარტი, 2026
სამართალი

“იარაღიდან ჭრილობები მიაყენა, კვალის დაფარვის მიზნით ავტომანქანა მდინარისკენ დააგორა”- ბრალდებულს 13 წელი მიესაჯა

19:52; 6 მარტი, 2026

აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება

დეპუტატ ლორთქიფანიძეს ურჩევენ სამაგიდო წიგნად საქართველოს კონსტიტუცია აქციოს

ყველა სიახლე

21-ს ქვევით

კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

17:45; 7.03.2026
მსოფლიო

ტრამპმა ირანზე დღეს ძლიერი დარტყმა დააანონსა

17:33; 7.03.2026
საზოგადოება

ახალი აკრძალვა, რომელიც 1-ელი აპრილიდან ამოქმედდება

17:05; 7.03.2026
სამართალი

“ავტომანქანაში იარაღიდან გასროლით მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით ავტომანქანა მდინარისკენ დააგორა”

16:50; 7.03.2026
პოლიტიკა

თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სუს-ში დაიბარეს

16:16; 7.03.2026
პოლიტიკა

ჩვენი მშვიდობა ოჩო ფეხებზე დგას, რომელიც შეიძლება ვიღაცამ მაკრატლით გადაჭრას…” – გიორგი ანთაძე

15:15; 7.03.2026
პოლიტიკა

საქართველოს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი დონის დელეგაცია ეწვევა

15:08; 7.03.2026
საზოგადოება

საქართველოში ისრაელის საელჩო განცხადებას ავრცელებს

14:42; 7.03.2026
საზოგადოება

ლოცვა, რომელიც მიცვალებულთა ხსენების დღეს უნდა წაიკითხოთ

14:22; 7.03.2026
მსოფლიო

მედია – დუბაის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა

13:36; 7.03.2026
მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი განხორციელებული დარტყმების გამო სპარსეთის ყურის სახელმწიფოებს ბოდიშს უხდის

12:32; 7.03.2026
სამართალი

ქალი მეზობლის აივანზე გარდაცვლილი იპოვეს

11:39; 7.03.2026
ზაფრანი

ვინ აბამს სამსახურში რომანებს 

11:18; 7.03.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც შესაძლოა SMS-ით დაგშორდნენ

11:08; 7.03.2026
ზაფრანი

როგორი მეგობარი ხარ?

11:06; 7.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

11:35; 4.03.2026
0

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო