აპრილის ბოლომდე გურიას ახალი გუბერნატორი ეყოლება _ ამის შესახებ „გურია ნიუსს" პრემიერმა ღარიბაშვილმა განუცხადა.
"დაახლოებით ორ კვირაში გურიას ახალი გუბერნატორი ეყოლება, აქამდე იმიტომ არ დავნიშნე, რომ ეს იყო ჩემთვის განსაკუთრებული საპასუხისმგებლო საქმე _ განსაკუთრებით ვარჩევდი კანდიდატს. თან გვყავდა მოვალეობის შემსრულებელი. ორ კვირაში დავუსახელებ ჩემს საყვარელ გურულებს გუბერნატორს", _ გვითხრა პრემიერმა.
ამ თემაზე ვრცელ მასალას "გურია ნიუსი" ხვალ შემოგთავაზებთ.