"მეხუმრებით, ალბათ! მსგავსი ინფორმაცია რომ მქონდეს, გულახდილად დაგიდასტურებდით, მაგრამ ისეთი რამ როგორ დაგიდასტუროთ, რაც პირველად თქვენგან მესმის?!"
ასეთი პასუხი გაგვცა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ კითხვაზე, განიხილება თუ არა მისი კანდიდატურა გურიის გუბერნატორის პოსტზე.