(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთის პოლიციის განყოფილებაში 55 თანამშრომელი იმუშავებს. განყოფილება მუნიციპალიტეტის 54 სოფელს მოემსახურება: _ როდესაც ყველაფერი გამჭვირვალეა, ეს საზოგადოებისთვის ნიშანია, რომ პოლიცია მათ სამსახურშია. პოლიცია დღე და ღამ, კარგსა თუ ცუდ ამინდში, თითოეული ჩვენი თანამოქალაქის სამსახურშია. თუ ადამიანს არ აქვს იმის განცდა, რომ ქუჩაში გამოსვლისას ის დაცული იქნება, რომ ღამით ქუჩა განათებულია, კეთილმოწყობილია, პატრული დადის და პოლიცია მუშაობს, ამ განცდის გარეშე არც ბიზნესი განვითარდება და არც სამუშაო ადგილი შეიქმნება, _ ამბობენ ლანჩხუთის პოლიციაში.