(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ როგორც “გურია ნიუსს” წყარომ აცნობა, ავღანეთში სამშვიდობო მისიით წასული კიდევ ერთი გურული ჯარისკაცი ნაღმზე აფეთქდა. წყარო ამბობს, რომ ეს ამბავი რამდენიმე დღის წინ მოხდა და ჯარისკაცს ორივე ფეხის ამპუტაცია გაუკეთეს, თუმცა, მშობლებმა იციან, რომ მხოლოდ ერთი ფეხი მოჰკვეთეს. ჩვენივე წყაროს ცნობით, დაზარალებული ქართველი სამხედრო მოსამსახურე მკურნალობის კურსს გერმანიაში გადის.
“გურია ნიუსი” შეეცადა თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, სალომე მახარაძეს დაკავშირებოდა, თუმცა, რამდენიმე ზარის მიუხედავად, ქალბატონმა სალომემ ტელეფონზე არ გვიპასუხა.