სოციალურ ქსელებში ასურელი ქრისტიანების მხარდასაჭერად აქცია დაიგეგმა. აქცია კვირას 19 აპრილს 5 საათზე, პარლამენტის წინ გაიმართება.
"იმედი გვაქვს, ერთად შევძლებთ დავანახოთ მთელ მსოფლიოს, რომ მათ ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ. არ შეიძლება, დღეს ხდებოდეს მსგავსი ტრაგედია. აქციის ორგანიზება ხდება სამოქალაქო პირების მიერ, არანაირი პოლიტიკური წარსულითა თუ ინტერესებით. ჩვენი მიზანია, აქცია იყოს ძალიან გულწრფელი და დავაფიქსიროთ ჩვენი მოქალაქეობრივი პოზიცია ღიად. გვინდა, რომ ამ აქციას მოყვეს დიდი გამოხმაურება და მსგავსმა აქციებმა მოიცავს მსოფლიოს დიდი ქალაქები. შემოგვიერთდებიან საქართველოში მცხოვრები ასურელები, რომლებიც პირველები აპროტესტებდნენ ამ საშინელებას", _ აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.