ლანჩხუთის მერიის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ინფორმაციით, გასული წლის ოქტომბერში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, სახურავების შესაძენად ბიუჯეტიდან 271 741 ლარია მობილიზებული.
„გასული წლის 15-16 ოქტომბრის სტიქიის შედეგად დაზარალებულ 64 ოჯახს სახლის სახურავები და სხვა სახის საამშენებლო მასალა ეტაპობრივად გადაეცემა. ამავე დროს დაიხურება ჯურუყვეთის ადმინისტრაციული შენობა და ჩიბათის საბავშვო ბაღი. ბიუჯეტიდან საამისოდ 271 741 ლარი გაიცა“, _ ამბობს განყოფილების ხელმძღვანელი მაკა სულაბერიძე.