ლანჩხუთის კულტურის სახლში მამა პეტრე (კვარაცხელია), რომელიც სვეტიცხოველში წირავს და შემოქმედებით წრეებში პეტრე კოლხის სახელითაა ცნობილი, დამსწრე-საზოგადოების წინაშე საკუთარი ლექსებით წარსდგება. საღამო შაბათს, 25 აპრილს გაიმართება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს სრულიად უსასყიდლოდ შეეძლება.
კულტურის სახლში დაგეგმილ საღამოს თბილისის პანტომიმის სახელმწიფო თეატრის მსახიობი ირაკლი ბიბილური გააფორმებს, ხოლო პეტრე კოლხი საკუთარ ლექსებს თავად წაიკითხავს.
აღნიშნული ღონისძიება ლანჩხუთის ივერის ღვთისმშობლის ტაძრის ახალგაზრდა მოძღვრის მამა გიორგი (ცქიტიშვილის) ინიციატივით იმართება, რომელიც კარგად იცნობს პეტრე კოლხის შემოქმედებას და მისი ნიჭის თაყვნისმცემელია.