მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებია – გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს უმრავლესობის დეპუტატი გიგლა აგულაშვილი უხელმძღვანელებს,
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს კი იბერია ბიზნეს ჯგუფის პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი ჩაიბარებს.
ცვლილება შეეხო თავდაცვის სამინისტროსაც, რომელსაც სათავეში საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი თინა ხიდაშელი ჩაუდგება.
რაც შეეხება მინდია ჯანელიძეს, მას პრემიერმა მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნად დაბრუნება შესთავაზა. დავით სუჯაშვილი კი დაზვერვის სამსახურის უფროსის პოსტზე განაგრძობს საქმიანობას.
მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს პირველის გადადგომის შემდეგ განაცხადა, რომ მთავრობაში მხოლოდ გადამდგარი მინისტრები ჩანაცვლდებოდნენ, ცვლილებები სხვა უწყებებსაც შეეხოთ.