საჭიროა: 4 ცალი მოხარშული ჭარხალი; 150 გრამი თხის რბილი ყველი (ან ხაჭო); 1 ღერი ნიახური; 1 კბილი ნიორი; 1 ჩაის ჭიქა მოხალული, დარჩეული, მარილიანი მზესუმზირას მარცვლები; 1/2 ჭიქა ძალიან წვრილად დაჭრილი ოხრახუში; 1/2 ლიმონის წვენი; 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი; 3-4 ჩაის კოვზი ბროწეულის წვენი, 1/2 ჩაის ჭიქა ბროწეულის მარცვლები; წითელი წიწაკა, კვლიავი და ზღვის მარილი გემოვნებით.
მომზადება:
1. ჭარხალი დაჭერით თხელ (3-4 მმ სისქის) ნაჭრებად.
2. ჩანგლით კარგად დასრისეთ ყველი, დაუმატეთ მზესუმზირა, ძალიან წვრილად დაჭრილი ნიახური და გახეხილი ნიორი. კარგად აურიეთ.
3. ჭარხლის ნაჭერზე დადეთ ფარშის ნაწილი, დააფარეთ მეორე ნაჭერი. სულ 3-4 ფენა. (შეგიძლიათ თავზეც წაუსვათ ფარში).
4. ცალკე, მინის ან ფაიფურის ჭურჭელში, აურიეთ ლიმონისა და ბროწეულის წვენი, ზეთი, წიწაკა, მარილი, კვლიავი. მიღებული ნაზავი მოასხურეთ მზა “ნაპოლეონებს”. თავზე მოწყვეთ ბროწეულის მარცვლები და მორთეთ ოხრახუშით.