"ერთი ნაბიჯი ზღვიდან მთამდე" _ ამ სახელწოდებით აქცია გაიმართა დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. აქციას ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძეც შეურთდა.
გზა ურიკიდან გომის მთამდე _ ზღვის სანაპიროდან თოვლიან მთებამდე.
_ ჩვენ ამ აქციით ვეცადეთ გვეჩვენებინა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალი. მცირე მანძილი ზღვასა და მთას შორის, _ აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ.
როგორ ემზადებიან ოზურგეთში ტურისტული სეზონისთვის, რა პრობლემები აქვთ ურეკელებს, რას სთხოვენ ისინი ხელისუფლებას, რა გეგმები აქვს ტურიზმის დეპარტამენტს _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე G-News TV ხვალ სპეციალურ გადაცემას შემოგთავაზებთ.