“დღეს ოზურგეთის დრამატულ თეატრში, გამართულ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა პატივსაცემ ღონისძიებაზე გეორგიევსკის ლენტიც გამოჩდა. ეს არის პუტინის სიმბოლო და კონსტიტუციით იკრძალება.“ – ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელში “თავისუფალი ზონის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ბესო ქათამაძე ავრცელებს.
“ოზურგეთს ეს არ ეკადრება ქალაქს სადაც საქართველოს ეროვნული გმირი ზაზა დამენიაა დაკრძალული. ქალაქი რომლის მკვიდრიც იყო ზაურ თენიეშვილი დედისერთა ბიჭი რომელიც 2008წლის ომში გმირულად დაიღუპა ჩვენი თავისუფლებისთვის.
სიტყვით ევროპა გინდათ საქმით რუსეთი. გორი ოზურგეთი ფოთი ბათუმი. ეს შემთხვევით არ ხდება თქვენ მოღალატე რუსეთუმეები ხართ.“ – წერს სოციალურ ქსელში ბესო ქათამაძე.
_ ე.წ. გეორგიევსკის ლენტი და თეატრში დღეს გამოყენებული დეკორაციის ფორმა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდება. განცხადების ავტორს შეეძლო თავისი ცოდნა ოკუპანტურ სიმბოლიკასთან დაკავშირებით ჯერ კარგად შეემოწმებინა, – განაცხადეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში.