გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი "გურია ნიუსის" სტატიით _ "სასწავლო პროცესი მეწყერსაშიშ ზონაში და ბზარებიანი ახალაშენებული შენობა", დაინტერესდა, უფრო კონკრეტულად კი მასალაში მოყვანილი ფაქტით _ დეკემბერში აშენებულ საბავშვო ბაღის ირგვლივ დაყრილი სამშენებლო ნაგვით:
_ თქვენს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატიის ლინკი რეაგირებისათვის გადავუგზავნე აპარატს. გადაწყვეტილება მივიღე და რეაგირება დაიწყება. სამინისტროდან დაგიკავშირდებიან და შეგატყობინებენ ჯერ შუალედური და შემდეგ საბოლოო შედეგების თაობაზე, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას აგულაშვილმა.