საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ახალი სამთავრობო პროექტის – "ძლიერი რეგიონი – ძლიერი საქართველოსთვის" ფარგლებში გურია დღეს სტუმრობს.
პრემიერის გურიაში ვიზიტი ჩოხატაურიდან დაიწყო _ ღარიბაშვილმა ჩოხატაურში მშენებარე ხილის გადამამუშავებელ საწარმო დაათვალიერა, რომელიც ერთ თვეში უნდა გაიხსნას.
საწარმოში პრემიერს ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ ჭკუასელიც დახვდა და ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა:
_ ბატონო პრემიერო, ყველაზე ნაკლები აქ რა გვაქვს იცით? _ ტყემალი. გურიაში ყველაზე ნაკლები ტყემალია.
_ გურიაში არ მოდის ტყემალი? _ გაკვირვება არ დაუმალავს პრემიერს.
_ როგორ არ მოდის, მაგრამ მოუჭრიათ სულ შეშის გულისთვის, _ "გაანათლა“ პრემიერი დეპუტატმა, თუმცა იმის თქმა "დაავიწყდა“, რომ გურულებს დიდი ხანია შეშის ჭრის უფლება არ აძლევენ და სწორედ ეს გახდა ამ "გასაკვირი" ქმედების მიზეზი.