ეროვნული ჩემპიონატის სეზონის დამთავრებამდე ერთი ტურით ადრე, საფეხბურთო კლუბ თბილისის "დინამოში" მორიგი საკადრო ცვლილება განხორციელდა.
კლუბის პრეზიდენტის, რომან ფიფიას გადაწყვეტილებით, გუნდის დატოვება მთავარ მწვრთნელს კახა გოგიჩაიშვილს მოუწია.
კლუბის აღმასრულებელი დირექტორის ნიკა ჯღარკავას ინფორმაციით, "დინამოს" სამტრედიის "სამტრედიასთან" და საჩხერის "ჩიხურასთან" შეხვედრებისას გია გეგუჩაძე უხელმძღვანელებს.
ცნობისთვის, საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში 26 მაისს გაიმართება.