ცნობილ ამერიკელ მსახიობს ჯორჯ კლუნის სხვა მრავალ ღირსებასთან ერთად კულინარის ნიჭიც აღმოაჩნდა.
ამერიკული გამოცემა „ USA Today“-ის მტკიცებით, რამდენიმე დღის წინ 54 წლის მისტერ ჯორჯმა ოცდაათ სტუმარს უმასპინძლა და საკუთარი ხელით მომზადებული ინდაურით გაუმასპინძლდა. საინტერესოა რომ მსახიობის მეორე ნახევარი – ქალბატონი ამალ ალამუდინი იმ „ისტორიულ საღამოს“ სახლში არ იმყოფებოდა.
ამ მეტად საპასუხისმგებლო ღონისძიების შემდეგ კლუნი დევიდ ლეტერმანის თოქ-შოუს დაესწრო და სიამოვნებით გაუმხილა მაყურებელს კულინარული ხელოვნების წვრილმანი საიდუმლოებანი.
მსახიობმა აღნიშნა, რომ ძალიან უყვარს სამზარეულოში ტრიალი, მაგრამ მის მიერ მომზადებული კერძები, პირველ ყოვლისა, სასარგებლო და სასურველია იმ გურმანებისთვის, ვინც ჯანმრთელი ცხოვრების წესს ირჩევს.