https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ინფექციონისტი – „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

    რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩადენილია სექსუალური ძალადობის სულ მცირე 1004 შემთხვევა

    მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

    საფრანგეთის პრეზიდენტმა საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისი” უწოდა

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

დეპუტატები მერის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას აპირებენ

20:06; 3.06.2015
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღეს, ოზურგეთში პოლიტიკურად ცხელი დღე იყო _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტისა და ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს სხდომები დეპუტატებსა და ხელისუფლების პირველ პირებს შორის ინციდენტისა და ურთიერთდაპირისპირების ფონზე ჩატარდა.

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, ხმაური და დაპირისპირება ქალაქში საგზაო ნიშნების დაყენებამ გამოიწვია, კონკრეტულად კი აბაშიძის ქუჩაზე მომუშავე ტაქსისტებისთვის დგომის აკრძალვას მოჰყვა.

აღნიშნულმა საკითხმა დეპუტატებსა და ქალაქ ოზურგეთის მერის ბეგლარ სიორიძეს შორის დაპირისპირება გამოიწვია.

"ბატონო ბეგლარ, შეიძლება თუ არა საკრებულოს სხდომა ისე ჩატარდეს, რომ თქვენ შეურაცხყოფა არ მომაყენოთ?!" _ მიმართა ქალაქ ოზურგეთს მერ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა ნათია შარაშენიძემ საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ.

ბეგლარ სიორიძემ საკრებულოს დეპუტატი სხდომის მიმდინარეობისას და დასრულების შემდეგაც არაერთხელ დაადანაშაულა ტყუილების თქმაში:

"რა შეურაცხყოფა მოგაყენე? ეს პირიქით ხდება, ტყუილებს ამბობთ, თქვენ ხართ არაადეკვატური, ვერ იგებთ, რას წერთ, რას კითხულობთ!"

 საკრებულოს დეპუტატმა მერს განუმარტა, რომ  ის ახორციელებს თავის უფლება-მოვალეობებს:

"თქვენ ტყუილებს ეძახით იმას, რაც სიმართლეა. არაადეკვატური თქვენ ხართ, ბატონო ბეგი _ ხან თანამშრომლებს სცემთ, ხან რას ეძახით და ხან _ რას. ამის შემდეგ მე მეუბნებით, არაადეკვატური ხარო?"_ მიმართავდა შარაშენიძე ბეგლარ სიორიძეს, რომელიც ძალიან გააღიზიანა ამ კითხვამ:

"რომელ თანამშრომელს ვცემე? ჩამოიარეთ სამივე და გადაამოწმეთ, თუ ვცემე. აი, მაგ გონების ხართ თქვენ! ქართული ლაპარაკი არ გესმით! მაშინ  თურქულად მოისმინეთ და გაიგებთ! არავინ არსად არ ამბობს, რომ ბეგიმ ვინმე სცემა. მატყუარა ხარ შენ! არ გამოგვა ეგ ტყუილები!" _ უთხრა სიორიძემ, რაზეც უმალ უპასუხა შარაშენიძემ: "თქვენ "ნაციონალებს" და " ოცნებას" ერთად ემსახურებით!"

სიტუაცია მას შემდეგ განიმუხტა, როცა ბეგლარ სიორიძე  საკრებულოს დეპუტატმა ირინა საჯაიამ  გაიხმო.

საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგი გამართა ფრაქციამ "ოზურგეთის მომავლისათვის".

თამარ ნადირიძის განცხადებით, საკრებულოს სხდომაზე ქალაქ ოზურგეთის მერის მიერ დეპუტატების შეურაცხყოფის ფაქტების გამო, პასუხისმგებლობა  პარტია "ქართულმა ოცნებამ" უნდა აიღოს, რადგან, მისივე თქმით, თუ პარტია აღნიშნულ ფაქტს და საკრებულოში არსებულ სიტუაციას არ მიხედავს, შეიძლება სერიოზული პრობლემები შეექმნას:

"მაინტერესებს, რომელი პარტიის წევრია ჩვენი ქალაქის მერი _ " ქართული ოცნების" თუ " ნაციონალური მოძრაობის"?  ამ ორიდან რომელი პარტიის ინტერესებს ემსახურება ბეგლარ სიორიძე? ვის მოვთხოვო პასუხი? ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ მერიაში დანიშნული კადრების აბსოლუტური უმრავლესობა არის "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერი და აქტივისტი, რომლებიც წლების მანძილზე ემსახურებოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ ინტერესებს. დღეს ისინი ბატონ ბეგის ემსახურებიან.  ამ ადამიანებმა მიშას გაბრწყინებაზე  იმუშავეს, დღეს ბატონი მერის გაბრწყინებაზე მუშაობენ," _ განაცხადა თამარ ნადირიძემ ბრიფინგზე.

დეპუტატებმა ასევე ისაუბრეს, საკრებულოს სხდომაზე მერის მიერ საკრებულოს წევრების მიმართ პიროვნული დაპირისპირების შესახებ:

"მერის ქმედებები იყო აგრესიული, არაადეკვატური. ფაქტობრივად, ყველა სხდომაზე ხდება ეს  _ის გვაყენებს პიროვნულ შეურაცხყოფას. დღეს  ვიხილეთ ნიღაბჩამოხსნილი მერი. არ შეიძლება თანამდებობის პირმა იკადროს ის, რაც დღეს ბატონმა ბეგლარ სიორიძემ აკადრა დეპუტატებს.

უნდა დადგეს მერის იმპიჩმენტის საკითხი, დღევანდელი მისი საქციელი, რომელიც ყველანაირ მორალს არის გაცდენილი, ხულიგნობად უნდა შეფასდეს.  განსხვავებული აზრის მქონე დეპუტატების დევნას უნდა მიეცეს სერიოზული შეფასება. იმაზე უნდა ვიფიქროთ, რომ საკრებულოს სხდომაზე მერმა შეურაცხყოფა არ მოგვაყენოს?! მას გათავისებული არ აქვს თმენის ვალდებულება, მას არ გააჩნია მოსმენის უნარი!" _ განაცხადეს დეპუტატებმა ბრიფინგზე.  

ნათია შარაშენიძის თქმით, ბეგლარ სიორიძემ მის ოჯახსაც მიაყენა შეურაცხყოფა:

"მან ძალიან ცუდ კონტექსტში მოიხსენია ჩემი მეუღლე _ მან ჩამაყენა დისკრიმინაციულ მდგომარეობაში და  მიმითითა, რომ ჩემი მეუღლე არის თურქეთის მოქალაქე. კი,  მას აქვს ორმაგი მოქალაქეობა, თუმცა, ეთნიკურად ქართველია. დღეს ბეგი სიორიძემ შეურაცხყოფა მიაყენა ჩემს ოჯახსაც," _აღნიშნა შარაშენიძემ.

ფრაქცია "ოზურგეთის მომავლისათვის" თავმჯდომარემ ლევან მგელაძემ საკრებულოს წევრებთან და თავმჯდომარესთან შეთანხმების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მათ წინა საკრებულოს სხდომაზე მოილაპარაკეს, რომ მაქსიმალურად  შეიკავებდნენ თავს ურთიერთშეურაცხყოფისაგან, თუმცა, მისი თქმით ეს შეთანხმება  ცალმხრივი  აღმოჩნდა.

ნათია შარაშენიძემ ბრიფინგის ბოლოს საკრებულოს თავმჯდომარის მისამართით გააკეთა რამდენიმე განცხადება:

"ვთხოვ საკრებულოს თავმჯდომარეს, რომ ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდეს ის საკითხი, რომ საკრებულოს სხდომაზე ბატონმა ბეგლარ სიორიძემ არ მოგვაყენოს ასეთი შეურაცხყოფა, არ იყოს აგრესიული მისი გამოსვლები და უზრუნველყოს  დეპუტატების უფლებამოსილების გახორციელება. შეზღუდულები ვართ, ჩვენს უფლებამოვალეობებს ვერ ვახორციელებთ მშვიდად,  მერის სისტემატური აგრესიული და  შეურაცხმყოფელი ქმედებები გაცდენილია ყოველგვარ ზღვარს. ჩვენ ვიწყებთ  ბატონი ბეგის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას".

არის თუ არა არაეთიკური ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის ბეგლარ სიორიძის მიერ  საკრებულოს სხდომაზე დეპუტატების მიმართ გახორციელებული ქმედებები, ერევა თუ არა ის საკრებულოს საქმიანობაში უხეშად _ ამ კითხვებზე საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე პასუხობს, რომ საკრებულოს დარბაზი არის ის ადგილი, სადაც მიდის ცხარე კამათი, რომლებიც უნდა დარჩეს დებატების ფორმაში და არ გადაიზარდოს  შეურაცხყოფაში:

"მე გავაფრთხილე დეპუტატები, რომ ერთმანეთისთვის  მოესმინათ და პატივი ეცათ, ჩვენ ვართ შეკრებილები იმისთვის, რომ გავაკეთოთ სასიკეთო საქმეები და არა იმისთვის, რომ საკრებულოს სხდომაზე იყოს შეურაცხყოფისა და ურთიერთდაპირისპირების ფაქტები.

რაც შეეხება მერის  უხეშ ჩარევას საკრებულოს საქმიანობაში,  გიპასუხებთ, რომ ხშირად არის ისეთი შემთხვევები, როცა მერს ცილს სწამებენ. შესაბამისად, ეს ხდება ემოციურად. ყველას მოვუწოდებ, დაიოკონ ნერვები!  პოლემიკა არ უნდა გადაიზარდოს ურთიერთშეურაცხყოფაში _ ეს ყველას ეხება.

მე მიუღებლად მიმაჩნია ასეთი დაპირისპირება და პიროვნული შეურაცხყოფა. მე არავის არ მივაყენებ შეურაცხყოფას და შესაბამისად, ვერც ვერვინ მომექცევა სხვაგვარად.

მერის იმპიჩმენტთან დაკავშირებით ნამდვილად ვერ დავეთანხმები დეპუტატებს. დღეს მერი და მერიის სამსახურები ძალიან რთულ რეჟიმში მუშაობენ, საკრებულო მათ მხარს ვუჭერთ. ამიტომ, ნუ ვიქნებით ჩასაფრებულის პოზიციაში," _ განაცხადა საკრებულოს  თავმჯდომარემ.

რაც შეეხება ქალაქ ოზურგეთს მერის ბეგლარ სიორიძის პოზიციას, მისი პოზიცია დღევანდელ ინციდენტთან დაკავშირებით ასეთია:

"ნათია შარაშენიძის ნებისმიერი ბრალდება, რომელიც მას ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და მერის მიმართ აქვს, ყოველთვის ცალსახად უსაფუძვლოა. მე ფაქტის კონსტატაცია მოვახდინე, რადგან ის მატყუარაა. მადლობა მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც საკრებულოს სხდომებს ესწრებიან. დღეს მათ თავად დაინახეს, როგორ ვუხსნიდი ქალბატონ ნათიას, რამდენად წინააღმდეგობაში მოდის მისი ბრალდებები სიმართლესთან და როგორია რეალობა. რაც შეეხება ინიციატივას იმპიჩმენტის შესახებ, ეს ისეთივე არასერიოზულია, როგორც მათი სხვა განცხადებები. თუმცა, დაიწყონ პროცედურა _ ამის უფლებას მათ კანონი აძლევთ. რაც შეეხება ‘’ნაციონალური მოძრაობის’’ აქტივისტების საჯარო სამსახურში დასაქმებას, ჩვენ თანამშრომლები პოლიტიკური ნიშნით არ შეგვირჩევია. სამსახურში აყვანის მთავარი განმსაზღვრელი კრიტერიუმი კონკურსი გახლდათ. მაოცებს ჩვენი საკრებულოს ხსენებული წევრების სრულიად უთანასწორო დამოკიდებულება ადამიანების მიმართ. შეურაცხყოფა კი სწორედ ეს არის. გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ ნათია შარაშენიძეს შავით თეთრზე დაწერილი ფაქტებით ვუმტკიცებთ სიმართლეს, ამის აღიარება მას მაინც არ შეუძლია. სწორედ ამას მოჰყვა ჩემი რეპლიკა ქართულსა და თურქულთან დაკავშირებით. ვიცი, რომ მისი მეუღლე თურქული წარმომავლობისაა და იქნებ, მეუღლის მშობლიურ ენაზე მაინც წაიკითხოს ის, რაც მისთვის ქართულად გაუგებარია. ქალბატონი ნათია რომ ინგლისური ენის სპეციალისტი ყოფილიყო, მაშინ ინგლისურზე მივუთითებდი. შესაბამისად, ეს არ ყოფილა ჰომოფობიური მიზნით განპირობებული რეპლიკა. მე პატივს ვცემ და აბსოლუტურად თანასწორად განვიხილავ ყველა ერის წარმომადგენელს."

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

რატომ გაიხსნა საბავშვო ბაღის შენობა დაგვიანებით

შსს-მ მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა

ყველა სიახლე

სპორტი

„ლანჩხუთმა“ ბათუმი გაანადგურა _ წინ გადამწყვეტი მატჩია

19:12; 20.09.2026
პოლიტიკა

„გამათავისუფლეს და არც არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა”

19:02; 20.09.2026
ზაფრანი

23 სექტემბერს შემოდგომის ბუნიობაა _ რა უნდა გააკეთოთ ამ დღეს

18:00; 20.09.2026
პოლიტიკა

,,ძალიან კარგი ამბავი ჩვენთვის“ – სააკაშვილი

17:11; 20.09.2026
საზოგადოება

როგორ მოხვდა ნოროვირუსი ბაღებში? – ინგა მამუჩიშვილი

17:06; 20.09.2026
საზოგადოება

რა არის, როგორ ვრცელდება და რა უნდა ვიცოდეთ ნოროვირუსის შესახებ?

16:32; 20.09.2026
სამართალი

პროკურატურა – “არასრულწლოვანს ვიდეოზარით შიშველი სხეულის ჩვენებას სთხოვდა”

16:25; 20.09.2026
საზოგადოება

ე.წ მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

15:04; 20.09.2026
მსოფლიო

ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

14:56; 20.09.2026
საზოგადოება

“ბათუმში 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა უპრეცედენტოა და განეკუთვნება 100-წლიანი განმეორებადობის ნალექს”

14:38; 20.09.2026
ზაფრანი

2026 წლის ოქტომბერში განსაკუთრებული წარმატების შანსი ზოდიაქოს ამ 4 ნიშანს აქვს

12:32; 20.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას

11:21; 20.09.2026
საზოგადოება

რა გახდა ბავშვთა ავადობის სავარაუდო მიზეზი _ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაცია

11:01; 20.09.2026
მსოფლიო

რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩადენილია სექსუალური ძალადობის სულ მცირე 1004 შემთხვევა

10:50; 20.09.2026
საზოგადოება

112 განცხადებას ავრცელებს

10:26; 20.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო