რუსული მედიის ცნობით, ამ ქვეყნის მეცნიერებმა მოახერხეს და მგლები ადამიანის სამსახურში ჩააყენეს.
ქალაქ პერმის უნივერსიტეტში უკვე წლებია, მგლებზე ექსპერიმენტები ტარდება.
მათ შინაური ძაღლისა და მგლების შეჯვარებით უნიკალური ჯიში გამოიყვანეს.
ახალი ჯიშის ცხოველები მგლისთვის დამახასიათებელი – საუცხოო ყნოსვით, ხოლო შინაური ძაღლებისთვის დამახასიათებელი ადამიანისმოყვარეობით გამოირჩევიან.
ესეთი ძაღლები მსოფლიო ბაზარზე მალე გაიყიდება. მეცნიერებმა თავდაპირველად მგელი გერმანულ ნაგაზთან შეაჯვარეს. მერე მათი ლეკვებიდან საუკეთესო შეარჩიეს და ისევ მგელთან შეაჯვარეს.
ასეთ ცხოველში 50-70 პროცენტი მგლის სისხლია. ასეთი სახის შეჯვარებებს მეცნიერები ადრეც აწარმოებდნენ, მაგრამ ასეთი შედეგი ჯერ არავის მიუღია.
როგორც ცნობილი გახდა, მალე ამ ჯიშის მგლებს სხვადასხვა ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროები შეუკვეთავენ.