https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    „მკაცრად დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს“ _ ვის მხარეზეა ირანის არმია

    დაპატიმრებულია შვეიცარიაში მდებარე იმ ბარის მეპატრონე, რომელში გაჩენილი ხანძრის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა

    ტრამპი: აშშ-ს გრენლანდიის ფლობა სჭირდება, რომ რუსეთმა და ჩინეთმა მისი მიტაცება ვერ შეძლონ

    ფული სამშობლოს სანაცვლოდ _ აშშ გრენლადიელებისთვის თანხის დარიგებას აპირებს

    ჰამენეი: „ტრამპმა რიმ იცოდეს, როგორ მართოს ქვეყანა, საკუთარ ქვეყანას მართავდა“

    ნაგავსაყრელის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    „მკაცრად დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს“ _ ვის მხარეზეა ირანის არმია

    დაპატიმრებულია შვეიცარიაში მდებარე იმ ბარის მეპატრონე, რომელში გაჩენილი ხანძრის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა

    ტრამპი: აშშ-ს გრენლანდიის ფლობა სჭირდება, რომ რუსეთმა და ჩინეთმა მისი მიტაცება ვერ შეძლონ

    ფული სამშობლოს სანაცვლოდ _ აშშ გრენლადიელებისთვის თანხის დარიგებას აპირებს

    ჰამენეი: „ტრამპმა რიმ იცოდეს, როგორ მართოს ქვეყანა, საკუთარ ქვეყანას მართავდა“

    ნაგავსაყრელის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ანტონ ხუნდაძის მორიგი პრეტენზიები “გურია ნიუსის” მისამართით

3:01; 17.01.2012
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

გაზეთ “გურია ნიუსის” რედაქციას

მიმდინარე წლის 12 იანვრის #3 გაზეთის პირველ გვერდზე გამოქვეყნდა ჟურნალისტ ნატო გოგელიას საგაზეთო წერილი, რომელშიც მკითხველი, სავარაუდოდ, ჟურნალისტის მხრიდან მიზანმიმართულად, შეყვანილია შეცდომაში. სწორედ მკითხველის ინტერესებიდან გამომდინარე, საჭიროდ ვცანით, გაგვეკეთებინა აუცილებელი განმარტება. კერძოდ, წერილში საუბარია, რომ 2010 წლის 19 აპრილს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ანტონ ხუნდაძემ ერთ პირთან მოლაპარაკების წესით, ხელშეკრულება გააფორმა ინდმეწარმე შალვა სიხარულიძესთან 40 000 ლარზე, რომლის მიხედვითაც, სიხარულიძეს დაბა ჩოხატაურში, ბენდელიანის ქუჩაზე მინი სპორტული სტადიონის კომპლექსი უნდა მოეწყო. უნდა განვმარტოთ, რომ აღნიშნული ხელშეკრულება მართლაც დაიდო და ზემოთ აღნიშნული სამუშაოებიც განხორციელდა, იმ განსხვავებით, რომ ხელშეკრულებას ხელს არ აწერს ანტონ ხუნდაძე. იმავე წერილში საუბარია კიდევ რამდენიმე ხელშეკრულებაზე, რომელსაც ისევ და ისევ არა ანტონ ხუნდაძე, არამედ სხვა ოფიციალური პირები აწერენ, თუმცა, წერილის ავტორი მათ ზუსტ ვინაობას არ ასახელებს. უფრო ზუსტად კი, ჩამოთვლილი შვიდი ხელშეკრულებიდან, ანტონ ხუნდაძის ხელწერა მხოლოდ ერთ, 12 183 -იან ხელშეკრულებაზეა. ჩვენი სათქმელის მიზანი რომ უფრო ნათლად გამოიკვეთოს, გვინდა აქვე განვმარტოთ, რომ ამ შემთხვევაში, ხელშეკრულებებზე ხელისმომწერთა ვინაობა სრულებით არ ნიშნავს, რომ ის სამუშაოები, რომელიც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, არ შესრულებულა, თანხა არ დახარჯულა მიზანმიმართულად, ან კიდევ, ისე შესრულდა, როგორც ამას სპეციალურად დაინტერესებული ჟურნალისტი წარმოადგენს, ამ შემთხვევაში საინტერესო ის მიმართულებაა, საითკენაც ჟურნალისტს მიჰყავს მკითხველი, მისი მიზანია მკითხველს კიდევ ერთხელ, სწორედ ანტონ ხუნდაძე წარუდგინოს ისე, როგორც ეს მის პირად ინტერესებშია მუდმივად. სხვა შემთხვევაში, დაინტერესებული ჟურნალისტი, თუკი თვალს მართლაც გადაავლებდა ხელშეკრულებებს, აუცილებლად დააზუსტებდა ხელისმომწერთა ვინაობას.

აღნიშნული ჟურნალისტის მხრიდან მკითხველი საზოგადოებისთვის ანტონ ხუნდაძის მისთვის სასურველ ფორმაში წარდგენა პირველი შემთხვევა არ გახლავთ. მკითხველს ამჯერად არ გადავღლით უკვე ტრადიციადქცეული ცილისმწამებლური ციტატებისა თუ გაშარჟებული, უნიჭო ლექსების შეხსენებით, ან იმ პირების დასახელებით, რომლებსაც იგივე ჟურნალისტი მხოლოდ და მხოლოდ ანტონ ხუნდაძის პიროვნული დაპირისპირების გამო აქცევს ასე მოხშირებულად ყურადღების ცენტრში. ყველაფერ ამას ჩვენი მხრიდან არასოდეს მოჰყოლია გამოხმაურება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რაც დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, საზოგადოება ყველაფერს ისედაც სწორად და საღად აფასებს. მაგრამ რადგანაც მიზანმიმართულ დისკრედიტაციას საზღვარი არა და არ უჩანს, ვალდებულები ვართ, მკითხველს გავაგებინოთ საქმის ნამდვილი ვითარება

რაც შეეხება წერილის დასკვნით ნაწილში წარმოდგენილ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც თურმე გამოკითხული მოსახლეობის ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ პროექტები მხოლოდ არჩევნების წინ, ხმების მისაღებად კეთდება, ხოლო მეორე ნაწილის მიხედვით ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს საკუთარი ხალხისთვის, ამ შემთხვევაში, აზრთა სხვადასხვაობა უდაოდ მეტყველებს, რომ ჩვენს რაიონში დემოკრატია საკმაოდ კარგადაა განვითარებული. განსხვავებული მოსაზრებები ნამდვილად ნათელი მაგალითია იმისა, რომ ზოგს მოსწონს, ზოგს კი არ მოსწონს მიმდინარე პროცესები, ისევე, როგორც, ზოგს მოსწონს, ან ზოგს შეიძლება არ მოსწონდეს ნებისმიერი საგაზეთო წერილი. მაგრამ დასკვნა, რომელსაც ჟურნალისტი აკეთებს, რომ თითქოსდა თანხები, რომლებიც ხელშეკრულებაშია მითითებული, შესრულებული სამუშაოების ღირებულებას საკმაოდ აღემატება, უბრალოდ არაკომპეტენტური და აქაც მხოლოდ პირადი განწყობის მიხედვითაა გაკეთებული, რადგანაც შესრულებული სამუშაოების შეფასება სპეციალისტების მიერ გაკეთებული დასკვნებით უნდა კეთდებოდეს (რისი დოკუმენტაციაც მუნიციპალიტეტის გამგეობაში არსებობს) და არა ჟურნალისტის ვარაუდებზე დაყრდნობით..

ამიტომაც, გვინდა ვისარგებლოთ შემთხვევით, ჩვენს მოსახლეობას კიდევ ერთხელ მივულოცოთ დამდეგი ახალი წელი და მივმართოთ თხოვნით, იაქტიურონ, ხმამაღლა, და რაც შეიძლება ხშირად გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები, მოგვმართონ საქმიანი წინადადებებით, შეფასებებით, ჩაერთონ მონიტორინგში, მოგვაწოდონ მათთვის სასურველი იდეები ან ვარაუდები, რაც უდაოდ წაადგება ისევ და ისევ ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებას.

ბოლოს კი დავძენთ, რომ გაზეთის როლი უდაოდ დიდი, მეტად საჭირო და აუცილებელი რამაა დემოკრატიის მშენებლობის საქმეში, საყოველთაოდ ცნობილია, რომ გაზეთი უნდა იყოს ნეიტრალური, იგი არ უნდა წარმოადგენდეს რომელიმე პოლიტიკურ მხარეს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჟურნალისტის მცდელობისა თუ სურვილის მიუხედავად, არ უნდა ლახავდეს პიროვნების ღირსებას. მხოლოდ სწორი, მართალი და რეალური ფაქტების მიუკერძოებლად გაშუქება მიგვიყვანს ყველას ერთად დიდი დემოკრატიის სასურველ მიზნამდე.

დავძენთ იმასაც, რომ ნამდვილად არანაირი სურვილი არ გვაქვს ვმართოთ პოლემიკები ან დავძაბოთ ურთიერთობები, მაგრამ, ნებისმიერი უზუსტობებისა თუ შეურაცხმყოფელი წერილების შემთხვევაში, ისევ და ისევ მკითხველთა ინტერესების გათვალისწინების მიზნით, იძულებული ვიქნებით მომავალშიც გავაკეთოთ გამოხმაურება.

ანტონ ხუნდაძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

ავტორისგან: სანამ წერილს პასუხს გავცემდე, მინდა ერთი პატარა დეტალი დავაზუსტო. ეს წერილი ელექტრონული წესით მივიღეთ. გადაკითხვისას აღმოჩნდა, რომ წერილის ბოლოს, ხუნდაძის ხელმოწერის ქვევით, რამდენიმე აბზაცი იყო დარჩენილი; როგორც ჩანს, გამოხმაურების ავტორს წაშლა დაავიწყდა და საინტერესო ინფორმაციას შეიცავს. ამიტომ, უცვლელად გთავაზობთ: “მივყვეთ წერილის თანმიმდევრობას: 2010 წლის 30 ნოემბერს ინდმეწარმე დავით ცინცაძესთან დაიდო ხელშეკრულება 2 890 ლარზე გაფორმდა, რაც ნამდვილად შეეფერება სინამდვილეს, აღნიშნული ხელშეკრულება წერილის მიხედვით კომერციულ გაერთიანება “მომავლის” და სპორტული სკოლის ეზოს შემოსაღობად დაიდო. არაკომერციულ (და არა როგორც წერილში წერია კომერციულ) გაერთიანება “მომავალის” შემოსაღობ ხელშეკრულებაში კი შეღებვა მითითებული არ არის, ამიტომაც, ბუნებრივია, იქ შეღობვის და არა შეღებვის სამუშაო გახორციელდა.

ისევ და ისევ წერილის მიხედვით, 2010 წლის 20 მაისს, ხელშეკრულება გაფორმდა ნოდარ დუმბაძის სკვერის კეთილმოწყობისათვის 6 331 ლარზე. აღნიშნულ ხელშეკრულებასაც, როგორც წინა ხელშეკრულებას, ხელს გია გიორგაძე აწერს.

2010 წლის, როგორც ჟურნალისტი წერს, “ყველაზე მსხვილი ხელშეკრულება” “გურია კომპანისთან” არის დადებული 57 031 ლარზე დაბის კეთილმოწყობის სამუშაოების შესასრულებლად. აღნიშნულ ხელშეკრულებას ხელს მაშინდელი გამგებელი მამუკა დოლიძე აწერს. ასევე დოლიძე აწერს ხელს 2010 16 მარტს კიდევ 24 853 ლარზე იგივე კომპანიასთან დადებულ ხელშეკრულებას. რაც შეეხება წერილის ბოლოს გამოთქმულ მოსაზრებას, რომელსაც ჟურნალისტი განუცვიფრებია და აქედან გამომდინარე, მკითხველის შეცდომაში შესაყვანად დასმულ მრავლისმომცველ კითხვას თითქოსდა ბულდოზერით დაგებული ასფალტი ხელმეორედ მოასწორეს, მკითხველს განვუმარტავთ, რომ აღნიშნული სამუშაო ითვალისწინებდა … ადგილის მოსწორებას, რაც შესრულდა კიდეც”… ეს ციტატები, ჩვენთან გამოგზავნილ საპასუხო მასალაში, რატომღაც არ მოხვდა.

ბატონო ანტონ, ერთადერთი შეცდომა, რომელიც სტატიის მომზადებისას დავუშვი, ის არის, რომ თქვენ ხელი არ გაქვთ მოწერილი 40 000-ლარიან ხელშკერულებაზე ინდმეწარმე შალვა სიხარულიძესთან, რომელსაც დაბა ჩოხატაურში ბენდელიანის ქუჩაზე მინისპორტული კომპლექსი უნდა მოეწყო; თუმცა, ამავე ინდმეწარმესა და თქვენს შორის გაფორმებულია 12 183-ლარიანი ხელშეკრულება, მინისპორტული კომპლექსის მეორე ეტაპის სამუშაოებისთვის.

ოფიციალური დოკუმენტები, რომლებიც საჯარო ინფორმაციის წესის შესაბამისად გამოვითხოვეთ, მოწმობენ, რომ თქვენსა და შპს “არტს” შორის არის გაფორმებული ხელშეკრულება 2011 წლის 12 ივლისს, რომლის ღირებულება 2 685 ლარია და რომლის თანახმად, საკოლმეურნეო ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ასფალტი ბულდოზერით არის მოსწორებული!

ასევე, 2010 წლის 30 ნოემბერს გაფორმდა ხელშეკრულება თქვენსა და ინდმეწარმე დავით ცინცაძეს შორის არაკომერციული გაერთიანება “მომავლის” და სპორტული სკოლის ეზოს ღობის მოწყობის სამუშაოებისთვის, რომლის ღირებულება 2 890 ლარია.

თქვენს პასუხში იმაზეც წუხხართ, თუ რატომ არ დავასახელე სტატიაში სხვა თანამდებობის პირები, რომლებიც ხელშკერულებებებზე აწერენ ხელს. რადგანაც, “შავ ნამუშევარში” თქვენვე ასახელებთ მათ ვინაობას, მადლობას გიხდით, სამუშაოს გაიოლებისთვის. ამ მინაწერით, ასევე თქვენ ნაციონალური “ერთი გუნდის” მითსაც ამსხვრევთ, თუმცა გავიწყდებათ, რომ კანონის თანახმად, მუნიციპალიტეტში პირველი პირი თქვენ ბრძანდებით; პასუხისმგებლობაც, ბერკეტიც და მოვალეობაც ყველაზე მეტი გაქვთ. წერილების წერას და კოლეგებისკენ მუდმივად ხელის გაშვერას ხომ არ სჯობია, შესრულებული სამუშაოების ხარისხით დაინტერესდეთ?

საპასუხო წერილში აღნიშნავთ, რომ დასკვნა სპეციალისტებმა უნდა გააკეთონ. მიღება-ჩაბარების აქტებს დიმიტრი კორიფაძე, ვლადიმერ გოგიბერიძე, მალხაზ დოლიძე, ნინო სიხარულიძე, გელა ლომინეიშვილი და ჯემალ სიხარულიძე აწერენ ხელს. რადგანაც ფაქტები საწინააღმდეგოს მეტყველებენ, დაგვიტოვეთ უფლება, ეჭვი შევიტანოთ ამ ადამიანების საამშენებლო ექსპერტულ კომპეტენციაში. მით უფრო, როგორც თქვენ ამბობთ, საზოგადოება ყველაფერს საკუთარი თვალითაც ხედავს: 52 183-ლარიან სტადიონზე დამდგარ გუბეს, “მინი სპორტულ კომპლექსს”, ბულდოზერით “მოსწორებულ ასფალტს”, “შეღებილ “საჯდომებს”…

ხელშეკრულებებს და საგაზეთო სტატიებს უფრო ყურადღებით რომ კითხულობდეთ, “ცილისწამებლურ ციტატებს თუ გაშარჟებულ, უნიჭო ლექსებს” მე არ მომაწერდით (საუბარია ახალგაზრდულ გაზეთში გამოქვეყნებულ ფოტოებზე, რომლებზედაც კომენტარებს მკითხველი გვიგზავნის) და მათ ავტორებს ასე არ მოიხსენიებდით.

რაც შეეხება თქვენს გადაწყვეტილებას, რომ უფრო ხშირად გამოგვეხმაუროთ, მისასალმებელია და ამით დაამტკიცებთ, რომ საზოგადოების, ამომრჩეველს მოსაზრებებს საარჩევნო წელს მაინც, გაუწევთ ანგარიშს!

ნატო გოგელია

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ნასაკირალში უმთავრესი პრობლემა უგზოობაა

რა ხდება ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში

ყველა სიახლე

საზოგადოება

“დედამ ცოტახნით, მაგრამ მაგარი ბიჭი აჩუქა დედამიწას”

19:22; 11.01.2026
ზაფრანი

უცხოპლანეტელების გამოჩენა და მესამე მსოფლიო ომის დაწყება – რას წინასწარმეტყველებდა ვანგა 2026 წლისთვის

19:09; 11.01.2026
პოლიტიკა

მესამე მსოფლიო ომი უკვე აქტიურ ფაზაშია _ გია ხუხაშვილი

19:02; 11.01.2026
საზოგადოება

დიდთოვლობის გამო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვებია დაწესებული – განახლებული ინფორმაცია

18:24; 11.01.2026
საზოგადოება

ფოთელ პედაგოგს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები გაუვრცელეს და სამსახურიდან გაათავისუფლეს

16:23; 11.01.2026
ზაფრანი

როდის და როგორ უნდა აიღოთ ნაძვის ხე, რომ მთელი წელი წარმატებული გქონდეთ

14:27; 11.01.2026
საზოგადოება

წავიდა… უდიდესი კაცი და არტისტი… _ ოზურგეთის თეატრის მსახიობი გარდაიცვალა

14:14; 11.01.2026
საზოგადოება

კათოლიკური ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს

13:19; 11.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც უახლოესი პერიოდის განმავლობაში ოცნებების ასრულება ელის

13:15; 11.01.2026
სამართალი

ბათუმში, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა

11:34; 11.01.2026
ზაფრანი

საახალწლო კრიმინალური ისტორიები

11:26; 11.01.2026
ზაფრანი

„საშინელი“ ახალი წელი

11:24; 11.01.2026
ზაფრანი

“მძიმე” ახალი წელი   

11:23; 11.01.2026
ზაფრანი

ოჯახური საახალწლო ფასეულობანი   

11:21; 11.01.2026
კულტურა

“უიღბლო” მსახიობები   

11:09; 11.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო