ზუგდიდის სასამართლოს მოსამართლის, ნატრული აკობიას გადაწყვეტილებით, პოლიციელების ცემაში ბრალდებულ პირებიდან ორს, ქალბატონებს მაია კეკელიასა და ინეზა კეკელიას 3 000- 3 000 ლარის ჯარიმის გადახდა, ორ ბრალდებულს 5 წლით პატიმრობა, დანარჩენ სამს – 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
მაია და ინეზა კეკელიას 3-3 ათასი ლარის ჯარიმის გადახდა მოუწევთ, გოგიტა კეკელიას და ცოტნე გაბუნიას – 5 წლით პატიმრობა მიესაჯა, დანარჩენ 3 ბრალდებულს 4-4 წელი.
მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა.
ერთ-ერთი მსჯავრდებულის დედა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებს, რომ უფრო მეტი ყურადღება დაუთმოს ზუგდიდის რაიონს, რადგან, მისი თქმით, რაიონში უსამართლობები ხდება.
ამ წუთებში დაკავებულები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაჰყავთ.
შეგახსენებთ, რომ მაია კეკელიას საქმის შესახებ "გურია ნიუსი" არაერთხელ წერდა. საქმე ეხება 2014 წლის 16 ოქტომბერს, მარტვილის რაიონის სოფელ ბანძის პოლიციის შენობიდან დაკავებული მამაკაცის, თემურ გაბუნიას გაქცევას.
ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულმა შენობიდან გაქცევა ნათესავების დახმარებით შეძლო, რომლებიც განყოფილებაში მივიდნენ, პოლიციის თანამშრომლებს თავს დაესხნენ და მათ როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. თუმცა, პოლიციელებისგან რადიკალურად განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობენ საქმეში ბრალდებული პირები. მათი თქმით, პოლიციელებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა იქეთ მიაყენეს.
ამავე თემაზე:
პოლიციელების ცემაში ბრალდებული ქალის ღია წერილი
როგორ გაიქცა დაკავებული – ნასვამი პოლიციელების წინდაუხედაობით თუ ნათესავების "ამბოხით"
"შვიდ ადამიანს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთისთვის გვწირავენ“
"7 თვეა უსამართლოდ ვზივარ ციხეში, ამიტომ სიმართლის დასამტკიცებლად ბოლომდე ვიბრძოლებ"