"საქართველოს საპატრიარქო! არ ვიცი რა გითხრათ, რა სიტყვები გითხრათ, რა ემოციით გამოვხატო, რა ენაზე გითხრათ…" _ ასე იწყება სოციალურ ქსელ ფეისბუქში გამოქვეყნებული პოსტი, რომელსაც 9 ფოტო ახლავს იმის დასტურად, რომ საქართველოს ისტორიული ძეგლების ნაწილი სასულიერო პირების კომფორტს შეეწირა.
ფოტოებზე ასახულია ანანურის ციხე, ერთაწმინდა, დავით გარეჯი, სვეტიცხოვლის გალავანი, შემოქმედის მონასტერი გურიაში, ბეთანიის ეკლესია, სამთავისის ეკლესია, ვარძია და ნასამხრალის მონასტრის ეზოში არსებული საფლავის ქვა.
_ თქვენ ორი მთავარი რამ დაგვიწყებიათ _ ესენი არის ღვთის სახლები, ისტორიული ძეგლები და არა მოსასვენებელი ოთახები, საცხოვრებელი სახლები, სავაჭრო წერტილები და ასე შემდეგ. ტეხავს… მართლა მოწყალეა ღმერთი და დიდსულოვანი ამდენს რომ გიძლებთ, _ წერს პოსტის ავტორი.
არც საპატრიარქოს და არც კულტურის სამინისტროს ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. "გურია ნიუსი" კომენტარების მოპოვებას ამ წუთებში ცდილობს.
ამავე თემაზე: ანანურის ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი კარი გაზის გამათბობელს შეეწირა