ცოტა ხნის წინ პოპულარულმა რუსმა მომღერალმა, მარად უბერებელმა 66 წლის ალა პუგაჩოვამ ერთ-ერთ გამოცემას გულწრფელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც ფილიპ კირკოროვთან ქორწინებისა და გაყრის საიდუმლოებებს ფარდა ახადა.
რუსული ესტრადის დივას ფილიპთან ქორწინება თავისი ცხოვრების ყველაზე დიდ შეცდომად მიაჩნია, მისით გატაცებულმა, რატომღაც იფიქრა, რომ ცოლად უნდა გაჰყოლოდა.
რა თქმა უნდა, მათ თანაცხოვრებისას სასიამოვნო წუთებიც ჰქონდათ, მაგრამ მაინც… ხასიათით კირკოროვი ნამდვილი ნარცისი და ეგოისტია. ალას აზრით, ღმერთმა მას სასჯელად _ ფილიპი, ხოლო მოგვიანებით მაქსიმ გალკინი ტანჯვისაგან მხსნელად მოუვლინა.
გაყრის პროცესში კირკოროვი მეუღლეს ემუქრებოდა, რომ თავს არ იცოცხლებდა და ასე ადვილად არ გაეყრებოდა.
ამ დროისათვის ალას უკვე გალკინი ჰყავდა, რომელიც ყველა სირთულის დაძლევაში ეხმარებოდა. მომღერალმა მაქსიმთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი ერთმანეთს არაჩვეულებრივად უგებენ. ქალბატონი ალა ბედნიერია, რომ ღმერთმა მას გალკინთან შეხვედრა აჩუქა.