სვანაძის ქუჩაზე ცხედრების გამოყვანის პროცესი დაწყებულია. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით 3 გარდაცვლილი ქალბატონის გამოყვანა რამდენიმე წუთის წინ მოხერხდა, თუმცა ვერ ხერხდება კიდევ ერთი ქალბატონის გამოყვანა. გარდაცვლილები ექსპერტიზის ბიუროში არიან გადასვენებულები. გარდაცვლილები 2 ახალგაზრდა, 2 კი საშუალო ასაკის დები არიან.
2 მათგანი 20 და 22 წლის გოგნები არიან. მეზობლები აცხადებენ, რომ დებს ეძინათ სტიქიის დროს და სახლიდან გამოსვლა ვერ მოასწრეს.
სვანაძის ქუჩაზე დაკარგული ადამიანების სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება.
ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა. მიმდინარეობს გზის გამწმენდითი სამუშაოები, თუმცა ზოგ ადგილას შეფერხებით.
სტიქიის შედეგად სულ 24 ოჯახი დარჩა უსახლკაროდ.