თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს, თუ სადმე ზოოპარკიდან გაქცეულ ცხოველს შეამჩნევენ, დაუყოვნებლივ მათ აცნობონ.
"უმორჩილესად გთხოვთ, თუ სადმე რომელიმე ცხოველს დაინახავთ არ მოკლათ!!!! დაგვირეკეთ პირდაპირ ჩვენ!!! 595333572!!!", _ აღნიშნულია ზოოპარკის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, წუხელ მომხდარი სტიქიის შედეგად, ზოოპარკის ტერიტორია მთლიანად დატბორილი და განადგურებულია. გაქცეულია მტაცებელი ცხოველების ნაწილი, რომლებსაც ამ დრომდე ეძებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.