საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ თბილისის გარკვეულ სკოლებს სტიქიამ პრობლემები შეუქმნა.
"ხვალ მე-11 კლასის დამამთავრებელი გამოცდის აპრობაცია ჩატარდება მხოლოდ იმ სკოლებში, სადაც ელექტროენერგია და უწყვეტი ინტერნეტი იქნება და იმ უბნებში, სადაც მოსწავლეების გადაადგილება არ არის საფრთხის შემცველი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც მსგავსი პრობლემების მქონე სკოლებში დამამთავრებელი გამოცდების ორგანიზების საკითხებზე იმსჯელებს", _ აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.