თბილისში წუხელ მომხდარი სტიქიის დროს ადიდებულმა მდინარე ვერემ 24 წლის ივლიტა ჯიბუტი გაიტაცა.
ივლიტა მეუღლესთან და მეგობარ გოგონასთან ერთად ვერეს ხეობაში ცხოვრობდა.
როგორც ივლიტას ახლობლებმა გვითხრეს, როცა სახლში წყალი შევარდა მეუღლემ ის და მისი მეგობარი გოგო სახლის სახურავზე აიყვანა, საიდანაც სამაშველო სამსახურში დარეკა:
_ როგორც ივლიტას მეუღლე ყვება, 40 წუთი სახურავზე ელოდებოდნენ მაშველებს. ამ დროის განმავლობაში მეუღლეს ივლიტა და მისი მეგობარი ხელით ჰყავდა დამაგრებული, თუმცა მოვარდნილმა ნიაღვარმა სახლი, რომლის სახურავზეც იყვნენ წაიღო და სამივენი წყალში ჩაცვივდნენ.
სწორედ ამ დროს მოვიდნენ მაშველები, რომლემაც ივლიტას მეუღლის გადარჩენა მოახერხეს, _ გვითხრა ივლიტა ჯიბუტის ახლობელმა.
ივლიტას და მის მეგობარს ამ დრომდე ეძებენ. ოჯახის წევრების ინფორმაციით, უშუალოდ იმ ადგილზე, სადაც მათი სახლი მდებარეობდა მაშველები ამ დრომდე არ მისულან.
_ გვეუბნებიან, რომ სამძებრო სამუშაოები ქვევიდან მიმდინარეობს, _ გვითხრეს ივლიტას ახლობლებმა.