ფიზიკური ძალა საკმარისზე მეტია, ტექნიკა და ფინანსები მობილიზებულია, ყველას მიღებული გაქვთ დავალებები და ასე შეკრულად გავაგრძელოთ მუშაობა 24-საათიან რეჟიმში, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის წევრებს საგანგებო შტაბის დღევანდელ სხდომაზე.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, მისასალმებელია, რომ კერძო სექტორი, მთავრობა და მოსახლეობა ამ პრობლემის ირგვლივ გაერთიანდა.
"ეს ძალიან სასიხარულოა. თუმცა, ეს რთულია და რომ არ ყოფილიყო მსხვერპლი, გაცილებით უფრო იოლი იქნებოდა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურს გაწეული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
ოთარ დანელიას ინფორმაციით, მობილიზებულია სამელიორაციო ტექნიკა, ასევე ექსკავატორები და საკუთარი მიმართულებით მუშაობენ ვეტერინარებიც.